სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Village11 - ვილაჯ11 კოლაგენის ამპულა 50მლ 2781განსაკუთრებული ფასი 56,91 GEL რეგულარული ფასი 94,85 GEL
- Village11 - ვილაჯ11 კოლაგენი Bubble გამწმენდი 150მლ 0558განსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ვარდისფერი თიხა U20 9115განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ვარდის 2323განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ბროწეული 2347განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ვაშლის პილინგი 120 მლ 2576განსაკუთრებული ფასი 25,80 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish ტონერი 120 მლ 3504განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინა სახის აღმდგენი კრემი 75 მლ 1654განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენი N21 100გ 2188განსაკუთრებული ფასი 27,60 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ალოე 4743განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- სიწითლის კრემი Hydragenist 0938 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 80,60 GEL რეგულარული ფასი 124,00 GEL
- გელ-კრემი Hydragenist 0945 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 73,45 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- ვარდის წყალი 300 მლ 7806 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- ჰამამელის წყალი 300 მლ 7813 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- შრატი Time Revolution Red 40 მლ 7040 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 57,00 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju ჰორტენზია 5478 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju ლეღვი 5492 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju Heart 5508 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- დამატენიანებელი კრემი Bee Pollen 1048 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account