სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- სახის ინტენსიური კრემი TIME REVOLUTION RETINOL 57095 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 101,40 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- ლოკოკინის მუცინის კრემი CELL RENEW 8604 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალურონის დასაბანი ქაფი 7226განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალიურონის დასაბანი გელი 0133განსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN აღმდგენი შრატი პროპოლისით 0929განსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN ტონერი 1216განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ენერგია 3751განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra ამპულა 8729განსაკუთრებული ფასი 58,50 GEL რეგულარული ფასი 97,50 GEL
- Missha - მისშა Vita C ტონერი 200 მლ 5169განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი 3D ლოკოკონა 3510განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი კიტრი 4712განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის მკვებავი VEGAN 3812განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
- Missha - მისშა TIME REVOLUTION RED კრემი7057განსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ამპულა ნიღაბი 4064განსაკუთრებული ფასი 9,02 GEL რეგულარული ფასი 15,03 GEL
- Missha - მისშა Artemisia გამწმენდი ქაფი 1873განსაკუთრებული ფასი 46,88 GEL რეგულარული ფასი 78,13 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი Time Revolution 5078განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი დამამშვიდებელი 6617განსაკუთრებული ფასი 6,32 GEL რეგულარული ფასი 10,53 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte მწვანე ჩაის გამწმენდი ქაფი 6327განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ლიმონი 4736განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte გამწმენდი ქაფი მარწყვი 6334განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account