სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ნიღაბი Chogongjin Chaeome 44866 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution გელ-ექსფოლიანტი 75 მლ 0081განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი ალოე 7263განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი პროპოლისი 6594განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი კოლაგენი ღამის 2520განსაკუთრებული ფასი 128,66 GEL რეგულარული ფასი 214,44 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ღრმა გამწმენდი ნიღაბი 75 მლ 5297განსაკუთრებული ფასი 36,03 GEL რეგულარული ფასი 72,05 GEL
- სახის თვითგასარუჯი წვეთები 4042 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- ნაკრები ტუჩის სკრაბი და გლოსი 6770 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 16,17 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ალუბლით და ლიმნით 9317განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7714განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN მკვებავი 3782განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ტუჩის ბალზამი PINK 3340განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი პილინგი 3366განსაკუთრებული ფასი 9,53 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- თვალისა და სახის კრემი 5198 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 23,97 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- სახის დამატენიანებელი ტონერი ალოე 7270 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- დეტოქს ნიღაბი 4349 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- დასაბანი ქაფი Vita C 200 მლ 56210 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 44,40 GEL რეგულარული ფასი 74,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account