სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე სახის ტონერი PREBIO-U20 8613განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- სიკალფატი ნაკრები დასაბანი გელი და შრატი 9850 ავენი - Aveneგანსაკუთრებული ფასი 43,40 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- გამწმენდი წყალი Refresh 6853 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 11,82 GEL რეგულარული ფასი 19,70 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მზისგან დამცავი კრემი SPF50 4907განსაკუთრებული ფასი 42,48 GEL რეგულარული ფასი 84,95 GEL
- Ducray - დუკრე Keracnyl ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანის დასაბანი გელი 200 მლ 1351განსაკუთრებული ფასი 36,40 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Avene - ავენი XeraCalm ლოსიონი 200 მლ 5174განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Avene - ავენი XeraCalm ბალზამი 200 მლ 5082განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- კერაკნილი გამწმენდი ლოსიონი 200 მლ 8971 დუკრე - Ducrayგანსაკუთრებული ფასი 46,90 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- გამწმენდი ტონერი 200 მლ 0386 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- მიცელარული სითხე Sensitive 200 მლ 6930 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- ტუჩის ბალმი Glam In Gold 5698 კატრისი - Catriceგანსაკუთრებული ფასი 13,09 GEL რეგულარული ფასი 17,45 GEL
- ტუჩის ბალმი Soft 010 9975 კატრისი - Catriceგანსაკუთრებული ფასი 13,13 GEL რეგულარული ფასი 17,50 GEL
- ტანის ლოსიონი და სახის კრემი 3714 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 21,51 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- ტუჩის ბალმი Glaze 9975 კატრისი - Catriceგანსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- ტუჩის ბალზამი SPF 50 1190 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ალუბლით და ლიმნით 9317განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account