სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- სახის კრემი COCONUT 50 მლ 3083 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- ჩაის ხის კრემი 50 მლ 7811 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 43,02 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე 50 მლ 1058განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Ziaja - ზიაია ღამის კრემი ჟასმინი ნაოჭების საწინააღმდეგო 50+ 17035განსაკუთრებული ფასი 8,11 GEL რეგულარული ფასი 12,47 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის დამამშვიდებელი VEGAN 3805განსაკუთრებული ფასი 4,00 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი რძე 200 მლ 2074განსაკუთრებული ფასი 31,82 GEL რეგულარული ფასი 53,03 GEL
- Teaology - თიოლოჯი Golden Matcha სახის ნიღაბი 100 მლ 5105განსაკუთრებული ფასი 53,64 GEL რეგულარული ფასი 89,40 GEL
- Teaology - თიოლოჯი Happy სახის ბალზამი 40 მლ 0650განსაკუთრებული ფასი 27,60 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი VEGAN ღამის ფიტნესი 3799განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნუშის 9416განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე Natural 100 მლ 0082განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Nuxe - ნუქსი Merveillance ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 4818განსაკუთრებული ფასი 81,12 GEL რეგულარული ფასი 135,20 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0230განსაკუთრებული ფასი 78,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha აღმდგენი კრემი 50 მლ 5051განსაკუთრებული ფასი 82,80 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- Lirene - ლირენე BIO სახის კრემი 50 მლ 0110განსაკუთრებული ფასი 9,23 GEL რეგულარული ფასი 18,47 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account