სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე AR 250 მლ 6789განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახისა და თვალის გამწმენდი 200 მლ 2378განსაკუთრებული ფასი 18,88 GEL რეგულარული ფასი 47,20 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 5012განსაკუთრებული ფასი 19,47 GEL რეგულარული ფასი 38,95 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ტონერი 180 მლ 2217განსაკუთრებული ფასი 41,97 GEL რეგულარული ფასი 83,94 GEL
- Missha - მისშაTime Revolution 2X ესენცია 50 მლ 2535განსაკუთრებული ფასი 59,29 GEL რეგულარული ფასი 148,24 GEL
- Essence - ესენსი შრატი PRIMER 0717განსაკუთრებული ფასი 13,60 GEL რეგულარული ფასი 17,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AC დასაბანი გელი აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის 400 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 26,80 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Essence - ესენსი Catching Clouds მისტი 01 9897განსაკუთრებული ფასი 9,58 GEL რეგულარული ფასი 11,98 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი SEBIACLEAR MICRO-PEEL 150 მლ 1590განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 5 ამპულა 5600განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish ტონერი 120 მლ 3504განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Mizon - მიზონი BSA შავი წერტილების ესენცია 53696განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- Mizon - მიზონი AHA 8% პილინგ-შრატი 50 მლ 51722განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account