სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე სახის კრემი ალოე 9515განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Lirene - ლირენე გამაღიავებელი კრემ-გელი 2954განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN აღმდგენი შრატი პროპოლისით 0929განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Sebamed - სებამედი სახის კრემი ძალიან მშრალი კანისთვის 5849განსაკუთრებული ფასი 22,68 GEL რეგულარული ფასი 37,80 GEL
- Ziaja - ზიაია ჟასმინის სახის კრემი + თვალის კრემი 5762განსაკუთრებული ფასი 20,43 GEL რეგულარული ფასი 40,85 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი + ლოსიონი 5892განსაკუთრებული ფასი 21,98 GEL რეგულარული ფასი 43,95 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სეკალია DS - კრემი მშრალი მგრძნობიარე კანისთვის 1652განსაკუთრებული ფასი 37,25 GEL რეგულარული ფასი 74,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ტოლერიანი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 588348განსაკუთრებული ფასი 32,85 GEL რეგულარული ფასი 65,70 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio სიწითლის საწინააღმდეგო კრემი AR 40 მლ 6245განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა სახის კრემი მსუბუქი Sensibio Light 40 მლ 3106განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი ფორების შემკვრელი კონცენტრატიგანსაკუთრებული ფასი 91,40 GEL რეგულარული ფასი 182,80 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი აკნეს სამკურნალო კრემი 40 მლ 2798განსაკუთრებული ფასი 23,20 GEL რეგულარული ფასი 58,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი აკნეს სამკურნალო დამატენიანებელი კრემი 40 მლ 2781განსაკუთრებული ფასი 27,32 GEL რეგულარული ფასი 68,30 GEL
- Algologie - ალგოლოჟი JARDIN MARIN აღმდგენი კრემი 50 მლ 9600განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი INTENSIVE PROPOLIS 50 მლ 2178განსაკუთრებული ფასი 84,50 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- Lirene - ლირენე აღმდგენი სახის კრემი CHIA 2819განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე დღის დამატენიანებელი კრემი OLIVE 50 მლ 1708განსაკუთრებული ფასი 19,47 GEL რეგულარული ფასი 38,95 GEL
- Payot - პაიო დღის კრემი კოლაგენი Roselift 2838განსაკუთრებული ფასი 163,68 GEL რეგულარული ფასი 272,80 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account