სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Esthederm - ესტედერმი ცხიმიანი და პრობლემური კანის კრემი 8211განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე არგანის დღისა და ღამის კრემი 50 მლ 3144განსაკუთრებული ფასი 28,92 GEL რეგულარული ფასი 57,85 GEL
- Ziaja - ზიაია კუპეროზის საწინააღმდეგო კრემი 0416განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Esthederm - ესტედერმი INTENSIVE VITAMINE C სახის კრემი 50 მლ 2147განსაკუთრებული ფასი 101,75 GEL რეგულარული ფასი 203,50 GEL
- Missha - მისშა Time Revolution კონცენტრირებული ამპულა 5161განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU სახის კრემი/მუსი 7216განსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის კრემ/გელი 50 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio კრემი 50 მლ 7687განსაკუთრებული ფასი 47,00 GEL რეგულარული ფასი 94,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი Cera Biotic 50 მლ 1262განსაკუთრებული ფასი 85,88 GEL რეგულარული ფასი 171,77 GEL
- SVR - ესვიერი კრემი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear 40 მლ 0890განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- SVR - ესვიერი მზისგან დამცავი SENSIFINE AR SPF50+ 50 მლ 7889განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 84,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ლიფტ ინტერგალი კრემი 50 მლ 2213განსაკუთრებული ფასი 129,03 GEL რეგულარული ფასი 215,05 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე REDERMIC R კრემი 30 მლ 60549განსაკუთრებული ფასი 84,10 GEL რეგულარული ფასი 168,20 GEL
- Lirene - ლირენე დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7714განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account