სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ტონერი 200 მლ 8580განსაკუთრებული ფასი 71,00 GEL რეგულარული ფასი 142,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ესენცია 50 მლ 8603განსაკუთრებული ფასი 71,00 GEL რეგულარული ფასი 142,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen დამატენიანებელი კრემი 80მლ 8610განსაკუთრებული ფასი 77,50 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Soskin - სოსკინი აღმდგენი კონცენტრატი 20 ამპულა 1925განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის კრემი 6935განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები HYALU კრემი კოლაგენი + B3 3723განსაკუთრებული ფასი 95,01 GEL რეგულარული ფასი 190,01 GEL
- მისტი Hyalugen 100 მლ 5560 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Payot - პაიო ღამის კრემი კოლაგენით Roselift 2845განსაკუთრებული ფასი 169,02 GEL რეგულარული ფასი 281,70 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის ღამის კრემი 4266განსაკუთრებული ფასი 38,44 GEL რეგულარული ფასი 76,88 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები C20 + კოლაგენი + B3 3709განსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 192,00 GEL
- კრემი Hyalugen 50 მლ 5539 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის ამპულა 4386განსაკუთრებული ფასი 46,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი 2X ბუსტერი 200 მლ 8568განსაკუთრებული ფასი 72,11 GEL რეგულარული ფასი 144,21 GEL
- შრატი Hyalugen 30 მლ 5522 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- პრო-კოლაგენი კრემი 50 მლ 2035 ესტედერმი - Esthedermგანსაკუთრებული ფასი 131,50 GEL რეგულარული ფასი 263,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account