სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი Cicaluronic შრატი 30 მლ 2880განსაკუთრებული ფასი 37,60 GEL რეგულარული ფასი 75,20 GEL
- Missha - მისშაTime Revolution 5X ამპულა 50 მლ 2031განსაკუთრებული ფასი 60,50 GEL რეგულარული ფასი 121,00 GEL
- Mizon - მიზონი RETINOL შრატი 28 გ 4334განსაკუთრებული ფასი 69,89 GEL რეგულარული ფასი 139,78 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro შრატი 50მლ 4464განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის შრატი 30 მლ 1623განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra ესენცია 8736განსაკუთრებული ფასი 46,81 GEL რეგულარული ფასი 93,62 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის შრატი 4242განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean შრატი 50 მლ 4389განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Mizon - მიზონი შრატი ჰიალურონის 30 მლ 0420განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Mizon - მიზონი შრატი ვიტამინი C 30 მლ 1449განსაკუთრებული ფასი 64,50 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth შრატი 50 მლ 4419განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Missha - მისშა CICADIN გამწმენდი შრატი 1626განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- MISSHA - მისშა სახის შრატი ლაქების საწინააღმდეგო VITA C 15 მლ 3455განსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის ამპულა 4386განსაკუთრებული ფასი 46,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Vita სინერჯი ამპულა 30 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- ამპულა NEW Bee Pollen 1055 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- შრატი Hyalugen 30 მლ 5522 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენ 100 1593განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN აღმდგენი შრატი პროპოლისით 0929განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Vita A გამამკვრივებელი ამპულა 30 მლ 0043განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account