სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის ღამის კრემი 4266განსაკუთრებული ფასი 38,44 GEL რეგულარული ფასი 76,88 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი Men Fresh 4303განსაკუთრებული ფასი 2,50 GEL რეგულარული ფასი 4,99 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth სახის კრემი 50 მლ 4426განსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ნაჭრის ნიღაბი ალოე 4488განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ტონერი 120 მლ 4457განსაკუთრებული ფასი 29,95 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სეკალია ტანის ბალმი 400 მლ 0461განსაკუთრებული ფასი 62,45 GEL რეგულარული ფასი 124,90 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ღამის აღმდგენი ზეთი Organic 30 მლ 7543განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio მიცელარული ზეთი 150 მლ 7835განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- ესენცია Time Revolution 5X Pads 4002 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- ბალმი N2/AR Soothing 5531 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე თერმული წყალ–სპრეი 150 მლ 04397განსაკუთრებული ფასი 18,25 GEL რეგულარული ფასი 36,50 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp სახის ზეთი 30 მლ 4612განსაკუთრებული ფასი 29,25 GEL რეგულარული ფასი 58,50 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი I'm ატმის ნაჭრის ნიღაბი 4226განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია 150 მლ 1811განსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account