სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- დღის დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 9867 სეტაფილი - Cetaphilგანსაკუთრებული ფასი 62,30 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ბალზამი 75 მლ 3207განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Payot - პაიო NUE მიცელარული წყალი 100 მლ 3650განსაკუთრებული ფასი 33,54 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Vichy - ვიში კრემი ექსფოლიატი 75 მლ 1308896განსაკუთრებული ფასი 56,03 GEL რეგულარული ფასი 112,05 GEL
- Esthederm - ესტედერმი გამაღიავებელი ნიღაბი ექსფოლიანტი 75 მლ 8082განსაკუთრებული ფასი 53,03 GEL რეგულარული ფასი 106,05 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის ფორების ღრმა გამწმენდი 3550განსაკუთრებული ფასი 49,88 GEL რეგულარული ფასი 99,75 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი სახის ნიღაბი 75 მლ 5651განსაკუთრებული ფასი 102,81 GEL რეგულარული ფასი 171,35 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი 3419განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Mizon - მიზონი Honey სახის სკრაბი 90 გრ 2613განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Missha - მისშა სახის მისტი Calendula 100 მლ 5336განსაკუთრებული ფასი 22,52 GEL რეგულარული ფასი 45,03 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ კრემი 75 მლ 4679განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი დამატენიანებელი კრემ-ფლუიდი 75 მლ 0813განსაკუთრებული ფასი 31,85 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 AC დასაბანი ქაფი 80 მლ 3474განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Payot - პაიო მიცელარული რძე 100 მლ 4725განსაკუთრებული ფასი 27,04 GEL რეგულარული ფასი 45,06 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account