სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე AR 250 მლ 6789განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა მეტრორუბორილი AZ 0225განსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი სიწითლის საწინააღმდეგო 50მლ 2410განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი LIPO ROSALING 30მლ 4415განსაკუთრებული ფასი 28,92 GEL რეგულარული ფასი 57,85 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი SENSIFINE AR 40 მლ 7872განსაკუთრებული ფასი 31,20 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok გამწმენდი ქაფი 150 მლ 7228განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ტონერი 180 მლ 2217განსაკუთრებული ფასი 41,97 GEL რეგულარული ფასი 83,94 GEL
- Cetaphil - სეტაფილი კრემი ღამის სიწითლისადმი მიდრეკილი კანისთვის 50 მლ 8013განსაკუთრებული ფასი 60,90 GEL რეგულარული ფასი 87,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა რუბორილ ექსპერტ M სიწთლის საწინააღმდეგო კრემი 0006განსაკუთრებული ფასი 41,45 GEL რეგულარული ფასი 82,90 GEL
- Lierac - ლიერაკი როზილოჯი კონცენტრატი 30 მლ 2992განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- SVR - ესვიერი მიცელარული წყალი SENSIFINE AR 200 მლ 7896განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Sebamed - სებამედი სიწითლის საწინააღმდეგო მსუბუქი კრემი 50 მლ 6643განსაკუთრებული ფასი 28,65 GEL რეგულარული ფასი 47,75 GEL
- Martiderm - მარტიდერმი როზაცეა ფლუიდი SPF30 0891განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok კრემი 60 მლ 9658განსაკუთრებული ფასი 50,43 GEL რეგულარული ფასი 100,86 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ინტენსიური კრემი 60 მლ 1118განსაკუთრებული ფასი 50,43 GEL რეგულარული ფასი 100,86 GEL
- Ziaja - ზიაია კუპეროზის საწინააღმდეგო კრემი 0416განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა აქვა რუბორილ მიცელარული წყალი 7751განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account