სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 კრემი 40 მლ 0113განსაკუთრებული ფასი 89,50 GEL რეგულარული ფასი 179,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 შრატი 30 მლ 0021განსაკუთრებული ფასი 107,60 GEL რეგულარული ფასი 269,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი Intensive AHA შრატი 30 მლ 4137განსაკუთრებული ფასი 66,15 GEL რეგულარული ფასი 132,30 GEL
- Esthederm - ესტედერმი Intensive Propolis დასაბანი გელი 200 მლ 1991განსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Pigmentbio მათეთრებელი კრემი ღამის 50 მლ 0089განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Pigmentbio მათეთრებელი კრემი 40 მლ 0072განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი პიგმენტური ლაქების მათეთრებელი დღის კრემი 40 მლ 2477განსაკუთრებული ფასი 59,10 GEL რეგულარული ფასი 118,20 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი პიგმენტური ლაქების მათეთრებელი ღამის კრემი 40 მლ 2484განსაკუთრებული ფასი 62,70 GEL რეგულარული ფასი 125,40 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ქაფი პიგმენტური ლაქების 7010განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ნეოტონი დეპიგმენტაციის შრატი 0362განსაკუთრებული ფასი 57,93 GEL რეგულარული ფასი 115,85 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი 20 მლ 1065განსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- MISSHA - მისშა სახის კრემი ლაქების საწინააღმდეგო VITA C 30 მლ 3564განსაკუთრებული ფასი 58,00 GEL რეგულარული ფასი 116,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი T 0527განსაკუთრებული ფასი 32,45 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Teaology - თიოლოჯი Golden Matcha სახის ნიღაბი 100 მლ 5105განსაკუთრებული ფასი 53,64 GEL რეგულარული ფასი 89,40 GEL
- SVR - ესვიერი ანტიოქსიდანტი SPF30 Ampoule Protect 30 მლ 1170განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account