სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მინერალ 89 კრემი 1888 ვიში - Vichyგანსაკუთრებული ფასი 55,85 GEL რეგულარული ფასი 111,70 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 კრემი 40 მლ 0113განსაკუთრებული ფასი 89,50 GEL რეგულარული ფასი 179,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 შრატი 30 მლ 0021განსაკუთრებული ფასი 107,60 GEL რეგულარული ფასი 269,00 GEL
- Vichy - ვიში კრემი ექსფოლიატი 75 მლ 1308896განსაკუთრებული ფასი 56,03 GEL რეგულარული ფასი 112,05 GEL
- Vichy - ვიში მაკიაჟის მოსაშორებელი ქაფი 150 მლ 1320980განსაკუთრებული ფასი 28,88 GEL რეგულარული ფასი 72,20 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი გაჯერებული 588225განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი Phytosolution კრემი 50 მლ 0617განსაკუთრებული ფასი 48,01 GEL რეგულარული ფასი 96,01 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი ღამის კრემი 50 მლ 4017განსაკუთრებული ფასი 80,32 GEL რეგულარული ფასი 200,80 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი ლიფტაქტივი ღამის ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1322502განსაკუთრებული ფასი 99,75 GEL რეგულარული ფასი 199,50 GEL
- Uriage - ურიაჟი ისეაკი გამწმენდი გელი 150 მლ 0973განსაკუთრებული ფასი 26,25 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის ლოსიონი მგრძნობიარე კანისთვის 410321განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის ფიზიოლოგიური ქაფი 413148განსაკუთრებული ფასი 34,48 GEL რეგულარული ფასი 86,20 GEL
- Vichy - ვიში სახის დასაბანი გელი 1330125განსაკუთრებული ფასი 42,53 GEL რეგულარული ფასი 85,05 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ტოლერიანი დასაბანი გელი 570404განსაკუთრებული ფასი 28,19 GEL რეგულარული ფასი 70,47 GEL
- Vichy - ვიში CS სახის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი SPF50 5231განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი ლოსიონი 200 მლ 320751განსაკუთრებული ფასი 38,80 GEL რეგულარული ფასი 77,60 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account