სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Teaology - თიოლოჯი Kombucha დამატენიანებელი კრემი SPF20 4016განსაკუთრებული ფასი 77,40 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 კრემი 40 მლ 0113განსაკუთრებული ფასი 89,50 GEL რეგულარული ფასი 179,00 GEL
- SVR - ესვიერი Densitium SPF30 კრემი 50 მლ 3242განსაკუთრებული ფასი 84,50 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- Cetaphil - სეტაფილი დამატენიანებელი ლოსიონი SPF30 9218განსაკუთრებული ფასი 60,90 GEL რეგულარული ფასი 87,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ფლუიდი F02 3110განსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ფლუიდი F03 3219განსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ფლუიდი F01 3011განსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი UV გაჯერებული 412622განსაკუთრებული ფასი 69,26 GEL რეგულარული ფასი 138,51 GEL
- ტუჩის ჰიგიენური პომადა საზამთრო SPF30 6307 სებამედი - Sebamedგანსაკუთრებული ფასი 7,80 GEL რეგულარული ფასი 13,00 GEL
- Sebamed - სებამედი ტუჩის ჰიგიენური პომადა SPF30 6481განსაკუთრებული ფასი 7,80 GEL რეგულარული ფასი 13,00 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი SLOW AGE 552066განსაკუთრებული ფასი 85,67 GEL რეგულარული ფასი 171,34 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარ დუო SPF30 40 მლ 49493განსაკუთრებული ფასი 43,11 GEL რეგულარული ფასი 86,23 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი სუპრემ SPF 30 9124განსაკუთრებული ფასი 95,40 GEL რეგულარული ფასი 190,80 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი ლოსიონი SPF30 0620განსაკუთრებული ფასი 26,51 GEL რეგულარული ფასი 53,01 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი ინტენსიური დამატენიანებელი ფლუიდი 412615განსაკუთრებული ფასი 64,10 GEL რეგულარული ფასი 128,20 GEL
- Payot - პაიო სახის კრემი SPF30 BLUE 5242განსაკუთრებული ფასი 104,83 GEL რეგულარული ფასი 174,72 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account