თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი სავარცხელი ოვალური H12განსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Raywell - რეიველი თმის სპრეი არგანი და კერატინი 6629განსაკუთრებული ფასი 12,98 GEL რეგულარული ფასი 25,97 GEL
- სავარცხელი მინი FUXIA 9442 იანეკი - Janekeგანსაკუთრებული ფასი 28,34 GEL რეგულარული ფასი 56,68 GEL
- შამპუნი ქოქოსი და ფორთოხალი 200 მლ 3137 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,86 GEL
- Lilien - ლილიენი კონდიციონერი HERBAL 500 მლ 6668განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე შამპუნი Kerium 400 მლ 414282განსაკუთრებული ფასი 52,85 GEL რეგულარული ფასი 105,70 GEL
- შამპუნი დამარბილებელი 400 მლ 2540 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- თმის კონდიციონერი Shine 4664 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 45,83 GEL რეგულარული ფასი 70,50 GEL
- შრატი BRILLIANCE 100 მლ 6840 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 19,92 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Ziaja - ზიაია შამპუნი ჟოჟობა 400 მლ 7964განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Raywell - რეიველი LIPO დამცავი სპრეი 150 მლ 2548განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- PHYTO - ფიტო Pre-Shampoo კონცენტრატი 6660განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 48,85 GEL
- Echosline - ეკოსლაინი პასტა MATT 100 მლ 9560განსაკუთრებული ფასი 19,37 GEL რეგულარული ფასი 38,75 GEL
- სავარცხელი YELLOW 1236 იანეკი - Janekeგანსაკუთრებული ფასი 28,83 GEL რეგულარული ფასი 57,67 GEL
- სავარცხელი ხვეული თმის MAGNETA 4896 იანეკი - Janekeგანსაკუთრებული ფასი 21,37 GEL რეგულარული ფასი 42,74 GEL
- სავარცხელი ხვეული თმის LIME 4742 იანეკი - Janekeგანსაკუთრებული ფასი 21,37 GEL რეგულარული ფასი 42,74 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account