თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- PHYTO - ფიტო შამპუნი თმის ცვენის საწინააღმდეგო 250 მლ 5551განსაკუთრებული ფასი 23,00 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Rituals - რიტუალს Sakura შამპუნი 70 მლ 3711განსაკუთრებული ფასი 17,59 GEL რეგულარული ფასი 21,98 GEL
- Fanola - ფანოლა აღმდგენი შამპუნი Botugen 300 მლ 6427განსაკუთრებული ფასი 17,37 GEL რეგულარული ფასი 34,75 GEL
- Fanola - ფანოლა მოცულობის შამპუნი Volumizing 350 მლ 3426განსაკუთრებული ფასი 13,88 GEL რეგულარული ფასი 27,76 GEL
- Raywell - რეიველი LIPO შამპუნი 150 მლ 2517განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- შამპუნი მოცულობის 1000 მლ 5683 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 24,48 GEL რეგულარული ფასი 48,95 GEL
- შამპუნი Balance 1000 მლ 2609 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- PHYTO - ფიტო PHYTOPANAMA შამპუნი 250 მლ 3058განსაკუთრებული ფასი 23,00 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Schauma - შაუმა შამპუნი განახლება 400 მლ 3549განსაკუთრებული ფასი 7,18 GEL რეგულარული ფასი 9,57 GEL
- შამპუნი ენერგია 1000 მლ 5126 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 24,48 GEL რეგულარული ფასი 48,95 GEL
- Bioderma - ბიოდერმა NODE შამპუნი P აღმდგენი 400 მლ 0432განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 84,00 GEL
- შამპუნი მოცულობისთვის 250 მლ 6183 ფიტო - Phytoგანსაკუთრებული ფასი 22,47 GEL რეგულარული ფასი 44,95 GEL
- შამპუნი მოცულობის 300 მლ 5676 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,86 GEL
- შამპუნი მოცულობისთვის Volume 1000 მლ 3433 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- კონდიციონერი მოცულობისთვის 175 მლ 6176 ფიტო - Phytoგანსაკუთრებული ფასი 27,48 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account