თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Kaypro - კეიპრო სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი 1000 მლ 1224განსაკუთრებული ფასი 29,97 GEL რეგულარული ფასი 59,95 GEL
- PHYTO - ფიტო PHYTOCOLOR შამპუნი 250მლ 2877განსაკუთრებული ფასი 23,00 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Be Visible - ბი ვიზიბალ შამპუნი NO-YELLOW 500 მლ 3763განსაკუთრებული ფასი 69,03 GEL რეგულარული ფასი 138,06 GEL
- Touch of Silver - თაჩ ოფ სილვერი სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი 200მლ 9302განსაკუთრებული ფასი 6,78 GEL რეგულარული ფასი 13,55 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ შეღებილი თმის შამპუნი 400 მლ 9100განსაკუთრებული ფასი 14,45 GEL რეგულარული ფასი 28,89 GEL
- Kaypro - კეიპრო შამპუნი ქერა თმისთვის 350 მლ 8621განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- შამპუნი შეღებილი თმისთვის Color 1000 მლ 2456 ფანოლა - Fanolaგანსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი 1ლ 5072 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 24,48 GEL რეგულარული ფასი 48,95 GEL
- Syoss - სიოსი შამპუნი შეღებილი თმისთვის 440მლ 4966განსაკუთრებული ფასი 9,86 GEL რეგულარული ფასი 13,15 GEL
- REF - რეფი შამპუნი SILVER 285 მლ 4825განსაკუთრებული ფასი 27,48 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- Ziaja - ზიაია შამპუნი შეღებილი თმისთვის აბუსალათინი 400 მლგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account