თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Raywell - რეიველი შამპუნი შეღებილი თმისთვის 1ლ. 6780განსაკუთრებული ფასი 17,37 GEL რეგულარული ფასი 34,75 GEL
- Raywell - რეიველი სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი 1ლ. 6683განსაკუთრებული ფასი 17,43 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
- Raywell - რეიველი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი 250 მლ 2972განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Kaypro - კეიპრო ხვეული თმის შამპუნი 350 მლ 8218განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო დაზიანებული თმის შამპუნი კერატინით 350 მლ 8508განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო შამპუნი ასაკოვანი თმისთვის კოლაგენი 350 მლ 8584განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი 1000 მლ 8331განსაკუთრებული ფასი 27,48 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- Kaypro - კეიპრო SUN შამპუნი 350 მლ 9243განსაკუთრებული ფასი 13,47 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შამპუნი ცხიმიანი თმისთვის 250 მლ 8456განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Schauma - შაუმა შამპუნი განახლება 400 მლ 3549განსაკუთრებული ფასი 7,18 GEL რეგულარული ფასი 9,57 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account