თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- PHYTO - ფიტო PHYTOCOLOR შამპუნი 250მლ 2877განსაკუთრებული ფასი 23,00 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Loreal - ლორეალი თმის საღებავი Excellence N4.15 9414/1287განსაკუთრებული ფასი 19,12 GEL რეგულარული ფასი 23,90 GEL
- Garnier - გარნიე თმის საღებავი Color Sensation N1.0 5765\5574განსაკუთრებული ფასი 10,00 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Garnier - გარნიე თმის საღებავი Color Sensation N3.0 5789/5598განსაკუთრებული ფასი 10,00 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Garnier - გარნიე თმის საღებავი Color Sensation N910 9845/2611განსაკუთრებული ფასი 9,68 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შამპუნი ნორმალური თმის 250 მლ 8425განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე კონდიციონერი ცხიმიანი თმისთვის 200 მლ 8463განსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე მშრალი თმის შამპუნი არგანის ზეთით 250 მლ 8388განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თმის ნიღაბი ჩამობანის გარეშე 200 მლ 8401განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თმის ნიღაბი ჩამობანის გარეშე 150 მლ 8418განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი 200 მლ 2380 ვიში - Vichyგანსაკუთრებული ფასი 34,95 GEL რეგულარული ფასი 69,90 GEL
- შამპუნი ჰიალურონით 400 მლ 6608 ელსევე - Elseveგანსაკუთრებული ფასი 14,03 GEL რეგულარული ფასი 16,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account