თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- შამპუნი ანტიფრიზი 300 მლ 5713 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,86 GEL
- სხეულის წყალი Parfum 3291 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 52,38 GEL რეგულარული ფასი 87,30 GEL
- თმის კონდიციონერი და შამპუნი Coco 6787 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Inecto Naturals - ინექტო შეღებილი თმის კონდიციონერი 400მლ 9209განსაკუთრებული ფასი 9,73 GEL რეგულარული ფასი 19,47 GEL
- Lilien - ლილიენი ბალზამი შეღებილი თმისთვის 400მლ 6424განსაკუთრებული ფასი 3,98 GEL რეგულარული ფასი 7,95 GEL
- Kaypro - კეიპრო ხვეული თმის შამპუნი 350 მლ 8218განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო ხვეული თმის სპრეი 200 მლ 8249განსაკუთრებული ფასი 16,47 GEL რეგულარული ფასი 32,95 GEL
- Kaypro - კეიპრო მშრალი და დაზიანებული თმის ნიღაბი არგანის 500 მლ 8409განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- Kaypro - კეიპრო დაზიანებული თმის შამპუნი კერატინით 350 მლ 8508განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო აღმდგენი თმის შრატი კერატინით 100 მლ 8560განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Kaypro - კეიპრო თმის მკვებავი კონდიციონერი 10/1-ში 8416განსაკუთრებული ფასი 19,98 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- Lilien - ლილიენი პროფესიონალური კონდიციონერი SHEA 1000 მლ 7412განსაკუთრებული ფასი 7,88 GEL რეგულარული ფასი 15,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account