თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Topicrem - ტოპიკრემი Karite თმის კრემი 200 მლ 4822განსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი Karite შამპუნი 200 მლ 4815განსაკუთრებული ფასი 31,46 GEL რეგულარული ფასი 62,91 GEL
- PHYTO - ფიტო თმის კონდიციონერი მკვებავი 175 მლ 6800განსაკუთრებული ფასი 28,76 GEL რეგულარული ფასი 57,51 GEL
- Vichy - ვიში Dercos კონდიციონერი პრო-კერატინი 3914განსაკუთრებული ფასი 69,26 GEL რეგულარული ფასი 115,44 GEL
- Rituals - რიტუალს თმის ფიქსაცია და დაცვა Elixir 75 მლ 2820განსაკუთრებული ფასი 22,41 GEL რეგულარული ფასი 28,01 GEL
- Fanola - ფანოლა მგრძნობიარე სკალპის შამპუნი Sensitive 350 მლ 2616განსაკუთრებული ფასი 17,37 GEL რეგულარული ფასი 34,75 GEL
- Head & Shoulders - ჰედ ენდ შოლდერს შამპუნი ცხიმიანი თმისთვის 400 მლ 7445განსაკუთრებული ფასი 10,95 GEL რეგულარული ფასი 23,86 GEL
- Head & Shoulders - ჰედ ენდ შოლდერს შამპუნი რბილი აბრეშუმი 2/1- 400 მლ 4174განსაკუთრებული ფასი 10,95 GEL რეგულარული ფასი 21,77 GEL
- საღებავი Echos Red 1838 ეკოსლაინი - Echoslineგანსაკუთრებული ფასი 11,01 GEL რეგულარული ფასი 22,01 GEL
- საღებავი ECHOS 5.66 1753 ეკოს ქოლორი - Echos Colourგანსაკუთრებული ფასი 11,01 GEL რეგულარული ფასი 22,01 GEL
- საღებავი ECHOS 7.66 1777 ეკოს ქოლორი - Echos Colourგანსაკუთრებული ფასი 11,01 GEL რეგულარული ფასი 22,01 GEL
- ოვალური სავარცხელი st. 4023 ბორეალი - Borealგანსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account