თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- ხვეული თმის სპრეი 150 მლ 3518 ფიტო - Phytoგანსაკუთრებული ფასი 19,98 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- თმის დამატენიანებელი ზეთი 100 მლ 3068 ფიტო - Phytoგანსაკუთრებული ფასი 27,48 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- ხვეული თმის კრემი 150 მლ 3501 ფიტო - Phytoგანსაკუთრებული ფასი 32,20 GEL რეგულარული ფასი 64,40 GEL
- Klorane - კლორანი ბალზამი თხელი თმის 200 მლ 7469განსაკუთრებული ფასი 35,10 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- Vichy - ვიში Dercos ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ნორმალური და ცხიმიანი თმისთვის 200 მლ 1330286განსაკუთრებული ფასი 41,70 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- სებომარეგულირებელი შამპუნი 200 მლ 9290 დუკრე - Ducrayგანსაკუთრებული ფასი 31,85 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- კონდიციონერი Aloe and Hyaluronic 3364 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 10,90 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
- Ziaja - ზიაია შამპუნი ლეღვი 500 მლ 8994განსაკუთრებული ფასი 8,91 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- კონდიციონერი Bond 300 მლ 4525 პანტენი - Panteneგანსაკუთრებული ფასი 22,86 GEL რეგულარული ფასი 26,90 GEL
- თმის ბალზამი Gloss 9007 სოფთ ენდ ჯენთელ - Soft and Gentleგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- შამპუნი Aloe and Hyaluronic 0400 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- შამპუნი Tea and Hyaluronic 7966 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account