თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Londa - ლონდა ლონდაკოლორი ბადრიჯნისფერი 3/66 4526/5351განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი ღია ყავისფერი 9/13 4175/6717განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი ღია ფერფლისფერი ქერა 9/83 4281/6755განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი ოქროსფერი ყავისფერი 4/77 4342/6779განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი ღია წაბლისფერი 66/5 4441/5504განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Palette - პალეტე თმის საღებავი N1 1559/5232განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 9,99 GEL
- Palette - პალეტე თმის საღებავი N5 1597/5164განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 9,99 GEL
- Palette - პალეტე თმის საღებავი W2 4755/5195განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 9,99 GEL
- Londa - ლონდა ლონდაკოლორი კრემი თმის საღებავი 4/1 6601განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- PHYTO - ფიტო თმის საღებავი 4.77 2563განსაკუთრებული ფასი 22,56 GEL რეგულარული ფასი 37,61 GEL
- PHYTO - ფიტო თმის საღებავი 5 2587განსაკუთრებული ფასი 22,56 GEL რეგულარული ფასი 37,61 GEL
- PHYTO - ფიტო თმის საღებავი 9.8 0575განსაკუთრებული ფასი 22,66 GEL რეგულარული ფასი 37,77 GEL
- Palette - პალეტე თმის საღებავი WN3 7245/5201განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 9,99 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი შავი 2/0 4113/6847განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი მუქი ყავისფერი 4/00 4120/6748განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
- Londa - ლონდა თმის საღებავი ღია ყავისფერი 6/03 4144/6656განსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 10,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account