დეოდორანტები

დეოდორანტი არის პირადი ჰიგიენის პროდუქტი, რომელიც შექმნილია სხეულის სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. დეოდორანტი ურთიერთქმედებს სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან, ახშობს და ანეიტრალებს მას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს, როგორც სპრეის სახით ასევე, სტიკსა და ბურთულიანს. დეოდორანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიურ რუტინაში, რაც უზრუნველყოფს თავდაჯერებულობასა და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის.
დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ემსახურება სხვადასხვა მიზანს პირადი ჰიგიენის დაცვის დროს. დეოდორანტი შექმნილია სხეულის სუნის გასაქრობად, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სუნის განეიტრალებით ან შენიღბვით. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიების ზრდას და ეთერზეთებს, რათა შემცირდეს სუნი. დეოდორანტი არ ახდენს გავლენას წარმოქმნილი ოფლის რაოდენობაზე.
მეორეს მხრივ, ანტიპერსპირანტები შექმნილია ოფლიანობის შესამცირებლად, საოფლე ჯირკვლების დროებითი ბლოკირებით. ის შეიცავს ალუმინზე დაფუძნებულ ნაერთებს, როგორიცაა ალუმინის ქლოროჰიდრატი, რომელიც ქმნის საცობებს ოფლის სადინარებში და ამცირებს ოფლის რაოდენობას. ოფლის შემცირება ასევე ხელს უწყობს სხეულის სუნის შემცირებას, რადგან ნაკლები ტენიანობა ნიშნავს ბაქტერიების ნაკლებ ზრდას. ბევრი ბრენდი აერთიანებს დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ოფლის შემცირებას, ასევე სუნის კონტროლს.
შეარჩიე, 30–მდე ბრენდს შორის შენს სხეულზე მორგებული დეოდორანტი და შეინარჩუნე სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში.
დეოდორანტი სპრეი
დეოდორანტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, სპრეია. დეოდორანტი სპრეი არის მოსახერხებელი და სწრაფი საშუალება სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად. მთავარი უპირატესობა სწრაფად გაშრობა და გამაგრილებელი შეგრძნებაა. სურნელის მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკმაყოფილოს არ დატოვებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება სპრეი დეოდორანტების საფრთხის შემცველობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ ცდილობ თავიდან აიცილო კანის გაღიზიანება და ხართ ალერგიული, შეარჩიე დეოდორანტები ალუმინის გარეშე. თუ როგორ შეარჩიო შენზე მორგებული ანტიპერსპირანტი, გაიგე ჩვენს ბლოგში.
ბურთულიანი დეოდორანტი
ბურთულიანი დეოდორანტები პოპულარობით სარგებლობს მათი გამოყენების სიმარტივის გამო. მომხმარებელს საშუალება აქვს დაიტანოს პროდუქტი კონკრეტულ ადგილებზე. Ამ ფორმის დეოდორანტები, უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასიამოვნო სუნს, რაც მათ უფრო საიმედოს ხდის. კომპაქტური შეფუთვა კი, მგზავრობისთვის მოსახერხებელ პროდუქტად აქცევს.
ბურთულიანი დეოდორანტები შეიცავს არომატიზატორებს, ეთერზეთებს და ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც შექმნილია სუნის ეფექტურად გასაკონტროლებლად და მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ისეთი ნივთიერებები კი, როგორიცაა გლიცერინი და ალოე ვერა, უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და დამშვიდებას.
საბოლოოდ, სპრეის, სტიკისა თუ ბურთულიან დეოდორანტებს შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია პირად პრეფერენციებზე. იშოპინგე PSP.GE-ზე და შეარჩიე შენს კანზე მორგებული პროდუქტი, რომელიც თავს გაგრძნობინებთ თავდაჯერებულად მთელი დღის განმავლობაში. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ დეოდორანტი FRESH 100 მლ 3909განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Vichy - ვიში ბურთულიანი დეოდორანტი 72 სთ. 50 მლ 2 ცალი 4711განსაკუთრებული ფასი 61,50 GEL რეგულარული ფასი 123,00 GEL
- Dalin - დალინი დეოდორანტი სპრეი ქალის OCEAN 150მლ 4647განსაკუთრებული ფასი 3,92 GEL რეგულარული ფასი 7,84 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ დეოდორანტი სპრეი CITRUS 150 მლ 2100განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ ბურთულიანი დეოდორანტი 50 მლ 1404განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ ბურთულიანი დეოდორანტი Orchid 50 მლ 1411განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Martiderm - მარტიდერმი დერმო ანტიპერსპირანტი Driosec 2407განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Gillette - ჯილეტი ანტიპერსპირანტი COOL W 70 მლ. 8120განსაკუთრებული ფასი 17,38 GEL რეგულარული ფასი 24,83 GEL
- Sebamed - სებამედი დეოდორანტი 24 სთ ბურთულიანი ლაიმი 1196განსაკუთრებული ფასი 10,20 GEL რეგულარული ფასი 17,00 GEL
- Vichy - ვიში დეოდორანტი აეროზოლი 125 მლ 310592განსაკუთრებული ფასი 39,50 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- დეოდორანტი უხილავი 72სთ 50 მლ 4265 ვიში - Vichyგანსაკუთრებული ფასი 38,30 GEL რეგულარული ფასი 76,60 GEL
- Fa - ფა დეოდორანტი სპორტი 150 მლ 4362განსაკუთრებული ფასი 6,96 GEL რეგულარული ფასი 9,28 GEL
- Fa - ფა დეოდორანტი სპრეი ფიჯი 150 მლ 4126განსაკუთრებული ფასი 6,96 GEL რეგულარული ფასი 9,28 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი FRESH 50 მლ 3069განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი ქალის Invisible 50 მლ 2024განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი მინი ქალის Invisible 20 მლ 4295განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Lea - ლეა დეოდორანტი მინი FRESH 20 მლ 4318განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Ziaja - ზიაია დეოდორანტი ალუმინის გარეშე 31277განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Garnier - გარნიე ბურთულიანი დეოდორანტი 50 მლ 1934განსაკუთრებული ფასი 7,60 GEL რეგულარული ფასი 9,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დეოდორანტი სპრეი 48სთ 412141განსაკუთრებული ფასი 31,25 GEL რეგულარული ფასი 62,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account