დეოდორანტები

დეოდორანტი არის პირადი ჰიგიენის პროდუქტი, რომელიც შექმნილია სხეულის სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. დეოდორანტი ურთიერთქმედებს სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან, ახშობს და ანეიტრალებს მას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს, როგორც სპრეის სახით ასევე, სტიკსა და ბურთულიანს. დეოდორანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ჰიგიენის დაცვასა და ყოველდღიურ რუტინაში, რაც უზრუნველყოფს თავდაჯერებულობასა და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებს შორის.
დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ემსახურება სხვადასხვა მიზანს პირადი ჰიგიენის დაცვის დროს. დეოდორანტი შექმნილია სხეულის სუნის გასაქრობად, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სუნის განეიტრალებით ან შენიღბვით. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიების ზრდას და ეთერზეთებს, რათა შემცირდეს სუნი. დეოდორანტი არ ახდენს გავლენას წარმოქმნილი ოფლის რაოდენობაზე.
მეორეს მხრივ, ანტიპერსპირანტები შექმნილია ოფლიანობის შესამცირებლად, საოფლე ჯირკვლების დროებითი ბლოკირებით. ის შეიცავს ალუმინზე დაფუძნებულ ნაერთებს, როგორიცაა ალუმინის ქლოროჰიდრატი, რომელიც ქმნის საცობებს ოფლის სადინარებში და ამცირებს ოფლის რაოდენობას. ოფლის შემცირება ასევე ხელს უწყობს სხეულის სუნის შემცირებას, რადგან ნაკლები ტენიანობა ნიშნავს ბაქტერიების ნაკლებ ზრდას. ბევრი ბრენდი აერთიანებს დეოდორანტისა და ანტიპერსპირანტის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ოფლის შემცირებას, ასევე სუნის კონტროლს.
შეარჩიე, 30–მდე ბრენდს შორის შენს სხეულზე მორგებული დეოდორანტი და შეინარჩუნე სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში.
დეოდორანტი სპრეი
დეოდორანტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, სპრეია. დეოდორანტი სპრეი არის მოსახერხებელი და სწრაფი საშუალება სუნისა და ოფლიანობის შესამცირებლად. მთავარი უპირატესობა სწრაფად გაშრობა და გამაგრილებელი შეგრძნებაა. სურნელის მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკმაყოფილოს არ დატოვებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება სპრეი დეოდორანტების საფრთხის შემცველობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ ცდილობ თავიდან აიცილო კანის გაღიზიანება და ხართ ალერგიული, შეარჩიე დეოდორანტები ალუმინის გარეშე. თუ როგორ შეარჩიო შენზე მორგებული ანტიპერსპირანტი, გაიგე ჩვენს ბლოგში.
ბურთულიანი დეოდორანტი
ბურთულიანი დეოდორანტები პოპულარობით სარგებლობს მათი გამოყენების სიმარტივის გამო. მომხმარებელს საშუალება აქვს დაიტანოს პროდუქტი კონკრეტულ ადგილებზე. Ამ ფორმის დეოდორანტები, უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასიამოვნო სუნს, რაც მათ უფრო საიმედოს ხდის. კომპაქტური შეფუთვა კი, მგზავრობისთვის მოსახერხებელ პროდუქტად აქცევს.
ბურთულიანი დეოდორანტები შეიცავს არომატიზატორებს, ეთერზეთებს და ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც შექმნილია სუნის ეფექტურად გასაკონტროლებლად და მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ისეთი ნივთიერებები კი, როგორიცაა გლიცერინი და ალოე ვერა, უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და დამშვიდებას.
საბოლოოდ, სპრეის, სტიკისა თუ ბურთულიან დეოდორანტებს შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია პირად პრეფერენციებზე. იშოპინგე PSP.GE-ზე და შეარჩიე შენს კანზე მორგებული პროდუქტი, რომელიც თავს გაგრძნობინებთ თავდაჯერებულად მთელი დღის განმავლობაში. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში დეოდორანტი ანტისტრესი 1324001განსაკუთრებული ფასი 38,29 GEL რეგულარული ფასი 76,57 GEL
- Vichy - ვიში ლაქების საწინააღმდეგო დეოდორანტი 324599განსაკუთრებული ფასი 38,30 GEL რეგულარული ფასი 76,60 GEL
- Soft & Gentle - სოფთ ენდ ჯენთელ ბურთულიანი დეოდორანტი FRESH 50 მლ 1381განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Ziaja - ზიაია დეოდორანტი BLOCKER VEGAN 60 მლ 8215განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე ბურთულიანი დეოდორანტი Dermato 48H 50 მლ 6693განსაკუთრებული ფასი 16,02 GEL რეგულარული ფასი 32,04 GEL
- SVR - ესვიერი დეოდორანტი ბურთულიანი ექსტრემალური Spirial 6323განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Ziaja - ზიაია ანტიპერსპირანტი Yego 60 მლ 9824განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- SVR - ესვიერიSpiral დეო 48სთ 8993განსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Uriage - ურიაჟი დეოდორანტი დუსერი 50 მლ 2687განსაკუთრებული ფასი 24,23 GEL რეგულარული ფასი 48,45 GEL
- Teaology - თიოლოჯი Yoga დეოდორანტი DUO 40 მლ 2760განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე ბურთულიანი დეოდორანტი Dermato 48H 50 მლ 6792განსაკუთრებული ფასი 16,02 GEL რეგულარული ფასი 32,04 GEL
- Sebamed - სებამედი დეოდორანტი მგრძნობიარე კანისათვის 50 მლ 0374განსაკუთრებული ფასი 10,50 GEL რეგულარული ფასი 17,50 GEL
- SVR - ესვიერი დეოდორანტი ალუმინის გარეშე SPIRAL 1414განსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ინტენსიური ანტიპერსპირანტი Driosec 5068განსაკუთრებული ფასი 26,00 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Ziaja - ზიაია yego ანტიპერსპირანტი VEGAN 60 მლ 6662განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account