დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Catrice - კატრისი ტუჩსაცხი Scandalous Matte 080 2387განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი მყარი ტუჩსაცხი Shine Bomb 030 8033განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი Matt Pro თხევადი ტუჩსაცხი 060 8398განსაკუთრებული ფასი 13,91 GEL რეგულარული ფასი 17,39 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩის ლაინერი Plumping 010 6667განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი ხელოვნური წამწამები 3D High Lift 8913განსაკუთრებული ფასი 12,92 GEL რეგულარული ფასი 16,15 GEL
- Catrice - კატრისი ხელოვნური წამწამები Faked Big Volume 3609განსაკუთრებული ფასი 12,92 GEL რეგულარული ფასი 16,15 GEL
- Catrice - კატრისი ჰაილაითერი More Than Glow 010 8235განსაკუთრებული ფასი 11,92 GEL რეგულარული ფასი 14,89 GEL
- Catrice - კატრისი წარბის პუდრის ნაკრები 020 4549განსაკუთრებული ფასი 10,84 GEL რეგულარული ფასი 13,56 GEL
- Catrice - კატრისი Wild თხევადი ბლაში C01 5462განსაკუთრებული ფასი 17,30 GEL რეგულარული ფასი 21,62 GEL
- Catrice - კატრისი კორექტორი True skin 032 7114განსაკუთრებული ფასი 12,13 GEL რეგულარული ფასი 15,16 GEL
- Catrice - კატრისი ჰაილაითერი All Over Glow 020 3531განსაკუთრებული ფასი 11,72 GEL რეგულარული ფასი 14,65 GEL
- Catrice - კატრისი შრატი Lash & Brow Boost 9820განსაკუთრებული ფასი 14,32 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 410 7942განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი წარბის ფანქარი Slim 015 4663განსაკუთრებული ფასი 8,55 GEL რეგულარული ფასი 10,69 GEL
- Catrice - კატრისი Plumping ტუჩის ბუსტერი 050 1588განსაკუთრებული ფასი 10,01 GEL რეგულარული ფასი 12,51 GEL
- Catrice - კატრისი Plumping ტუჩის ბუსტერი 020 1465განსაკუთრებული ფასი 10,01 GEL რეგულარული ფასი 12,51 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩსაცხი Scandalous Matte 030 2189განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი მყარი ტუჩსაცხი Shine Bomb 090 9344განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი ჰაილაითერი More Than Glow 030 8259განსაკუთრებული ფასი 11,92 GEL რეგულარული ფასი 14,89 GEL
- Catrice - კატრისი ჰაილაითერი More Than Glow 020 8242განსაკუთრებული ფასი 11,92 GEL რეგულარული ფასი 14,89 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account