დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ პრაიმერი START UP 0180განსაკუთრებული ფასი 29,95 GEL რეგულარული ფასი 59,89 GEL
- Missha - მისშა BB EX N27 0776განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- Missha - მისშა MAGIC კუშონი N21 9282განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Missha - მისშა BB EX N25 0714განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- Missha - მისშა პუდრი PRESSED 3324განსაკუთრებული ფასი 29,95 GEL რეგულარული ფასი 59,89 GEL
- Missha - მისშა BB EX N23 0721განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- Essence - ესენსი Emily in Paris ტუჩსაცხი Matte 01 8911განსაკუთრებული ფასი 8,47 GEL რეგულარული ფასი 10,59 GEL
- Essence - ესენსი Emily in Paris ტუში Volume 01 8881განსაკუთრებული ფასი 8,47 GEL რეგულარული ფასი 10,59 GEL
- Essence - ესენსი Emily in Paris თვალის პალეტი 01 8850განსაკუთრებული ფასი 21,13 GEL რეგულარული ფასი 26,42 GEL
- Essence - ესენსი Emily in Paris თვალის ლაინერი 01 8874განსაკუთრებული ფასი 8,66 GEL რეგულარული ფასი 10,83 GEL
- Essence - ესენსი Chilly თვალის ჩრდილი 02 0853განსაკუთრებული ფასი 6,90 GEL რეგულარული ფასი 8,63 GEL
- Essence - ესენსი Chilly თვალის ამოსანათებელი 01 0839განსაკუთრებული ფასი 7,56 GEL რეგულარული ფასი 9,45 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 58 CHERRY 5792განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 56 RED 5778განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 53 PEACH 5747განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 52 CARAMEL 5730განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 51 PINKY 5723განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 21 CHOCO 8571განსაკუთრებული ფასი 4,25 GEL რეგულარული ფასი 8,51 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 19 BROWN 5693განსაკუთრებული ფასი 4,25 GEL რეგულარული ფასი 8,51 GEL
- ALIX AVIEN - ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი 17 RUBY 5686განსაკუთრებული ფასი 4,25 GEL რეგულარული ფასი 8,51 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account