დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ ფანქარი ლაინერი 02 4307განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- A'pieu - აპიუ ტუჩსაცხი JUICY TINT CR05 6820განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 44,99 GEL
- A'pieu - აპიუ ლაინერი თხევადი 02 4260განსაკუთრებული ფასი 35,99 GEL რეგულარული ფასი 59,99 GEL
- A'pieu - აპიუ ბლაში JUICY CR01 9073განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის BB კრემი N23 4136განსაკუთრებული ფასი 40,20 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Mizon - მიზონი თვალის ლაინერი VEGAN 3221განსაკუთრებული ფასი 19,20 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
- Missha - მისშა BB კრემი N23 3485განსაკუთრებული ფასი 23,99 GEL რეგულარული ფასი 39,99 GEL
- Missha - მისშა 3D ტუში 5789განსაკუთრებული ფასი 12,60 GEL რეგულარული ფასი 21,00 GEL
- კუშონი Water N23 2328 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- დასაფიქსირებელი პუდრი Water 7606 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- კუშონი Semi Lay N21 0057 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- თვალის სტიკი Bright Day 4628 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- თვალის სტიკი Star Shake 4703 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- ლოკოკინის BB კრემი SPF50 N25 6901 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 40,20 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენი N21 100გ 2188განსაკუთრებული ფასი 27,60 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Missha - მისშა MAGIC კუშონი N23 9275განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Missha - მისშა წარბის ტუში Neutral Brown 3464განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Missha - მისშა წარბის ტუში Grey Brown 3440განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- BB კრემი N2 SPF50+ 20 მლ 4921 ვილაჯ11 - Village11განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account