დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს კრემოვანი ბრონზერი Golden Tan 6052განსაკუთრებული ფასი 87,98 GEL რეგულარული ფასი 109,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს კრემოვანი ბრონზერი Caramel 6083განსაკუთრებული ფასი 87,98 GEL რეგულარული ფასი 109,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს კრემოვანი ბრონზერი Cool Brown 6113განსაკუთრებული ფასი 87,98 GEL რეგულარული ფასი 109,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს ბლაში ტრიო Pool Party 1011განსაკუთრებული ფასი 83,98 GEL რეგულარული ფასი 104,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს ბლაში ტრიო Peachy 1035განსაკუთრებული ფასი 83,98 GEL რეგულარული ფასი 104,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს ბლაში ტრიო Berry 1028განსაკუთრებული ფასი 83,98 GEL რეგულარული ფასი 104,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს ბლაში სტიკი Peach Caramel 6582განსაკუთრებული ფასი 79,17 GEL რეგულარული ფასი 98,97 GEL
- Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს ბლაში სტიკი Latte 6483განსაკუთრებული ფასი 79,17 GEL რეგულარული ფასი 98,97 GEL
- Missha - მისშა თხევადი თვალის ჩრდილი Shimmer 10 7897განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Missha - მისშა MAGIC კუშონი N21 3012განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Missha - მისშა MAGIC კუშონი N21 2992განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Essence - ესენსი კორექტორი Multi 05 05593განსაკუთრებული ფასი 9,69 GEL რეგულარული ფასი 12,11 GEL
- Essence - ესენსი კორექტორი Multi 10 05661განსაკუთრებული ფასი 9,69 GEL რეგულარული ფასი 12,11 GEL
- Essence - ესენსი კორექტორი Multi 25 05876განსაკუთრებული ფასი 9,69 GEL რეგულარული ფასი 12,11 GEL
- A'pieu - აპიუ თვალის გლითერი GLAM 02 9340განსაკუთრებული ფასი 21,50 GEL რეგულარული ფასი 43,01 GEL
- A'pieu - აპიუ მინერალური პუდრი 100HD 2884განსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Essence - ესენსი კორექტორი Multi 20 05807განსაკუთრებული ფასი 9,69 GEL რეგულარული ფასი 12,11 GEL
- Essence - ესენსი ხელოვნური წამწამი 3D 01 4279განსაკუთრებული ფასი 8,34 GEL რეგულარული ფასი 10,43 GEL
- Essence - ესენსი ტუჩის ფანქაქრი Soft & Precise 410 07955განსაკუთრებული ფასი 2,62 GEL რეგულარული ფასი 3,28 GEL
- Essence - ესენსი ტონალური Mousse 16 7689განსაკუთრებული ფასი 10,58 GEL რეგულარული ფასი 13,22 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account