დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 420 7980განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ფანქარი 20h GEL 030 9349განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი MAX ტუჩის ბუსტერი 040 9583განსაკუთრებული ფასი 10,57 GEL რეგულარული ფასი 13,21 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩსაცხი Scandalous Matte 050 2264განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი Shine Bomb ტუჩსაცხი 110 0489განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი Fake Lips Volume გლოსი 020 4198განსაკუთრებული ფასი 10,57 GEL რეგულარული ფასი 13,21 GEL
- Catrice - კატრისი Matt Pro თხევადი ტუჩსაცხი 100 8435განსაკუთრებული ფასი 13,91 GEL რეგულარული ფასი 17,39 GEL
- Catrice - კატრისი Wild ტუჩსაცხი C03 5684განსაკუთრებული ფასი 13,91 GEL რეგულარული ფასი 17,39 GEL
- Catrice - კატრისი ტონალური შრატი 040N 0024განსაკუთრებული ფასი 24,45 GEL რეგულარული ფასი 30,57 GEL
- Catrice - კატრისი პრაიმერი Oil Control 7939განსაკუთრებული ფასი 14,32 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
- Catrice - კატრისი კორექტორი True Skin 005 7077განსაკუთრებული ფასი 12,13 GEL რეგულარული ფასი 15,16 GEL
- Catrice - კატრისი ბლაში Air Glow 020 6046განსაკუთრებული ფასი 12,71 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- Catrice - კატრისი ბრონზერი Glow Matt 030 2825განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი ტუში Colour And Fix 030 8838განსაკუთრებული ფასი 10,84 GEL რეგულარული ფასი 13,56 GEL
- Catrice - კატრისი All Over Glow ჰაილაითერი 030 3548განსაკუთრებული ფასი 11,72 GEL რეგულარული ფასი 14,65 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ლაინერი 24h Brush 010 4953განსაკუთრებული ფასი 10,27 GEL რეგულარული ფასი 12,83 GEL
- Catrice - კატრისი ტუში Glam & Doll Sensitive 010 9783განსაკუთრებული ფასი 12,71 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 350 0277განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი წარბის ფანქარი Stylist 035 0559განსაკუთრებული ფასი 7,95 GEL რეგულარული ფასი 9,94 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ფანქარი 20h GEL 010 9264განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account