დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- გლოსი Maxi 202 4008 ალიქს ავიენი - Alix Avienგანსაკუთრებული ფასი 11,10 GEL რეგულარული ფასი 18,50 GEL
- ტუჩის ნაკრები Prep 5813 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 24,71 GEL რეგულარული ფასი 41,18 GEL
- ტუჩის ნაკრები Shimmer 7367 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 16,99 GEL რეგულარული ფასი 28,31 GEL
- ტუჩის ნაკრები Glow 7350 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 16,99 GEL რეგულარული ფასი 28,31 GEL
- ტუჩის მკვებავი სკრაბი 3833 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 14,53 GEL რეგულარული ფასი 24,22 GEL
- ტუჩისა და თვალის ბალმი 8 მლ 8425 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 9,15 GEL რეგულარული ფასი 15,25 GEL
- ტუჩის მოცულობის ზეთი 8 მლ 8418 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 9,15 GEL რეგულარული ფასი 15,25 GEL
- ტუჩის ბალმი Rep and Spf 8 მლ 8432 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 9,15 GEL რეგულარული ფასი 15,25 GEL
- ტუჩის ბალმი True 10 მლ 5950 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ნიღაბი Overnight 10 მლ 3468 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,85 GEL რეგულარული ფასი 14,75 GEL
- ტუჩის ბალმი Shimmer 10 მლ 0887 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,85 GEL რეგულარული ფასი 14,75 GEL
- ტუჩის ბალმი Shea 10 მლ 0634 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ბალმი Richmoc 10 მლ 0689 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ბალმი Hotpink 10 მლ 0641 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ბალმი Red 10 მლ 0566 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ბალმი Peach 10 მლ 0542 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ბალმი Original 10 მლ 0269 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 13,46 GEL
- ტუჩის ბალმი Shea 25 მლ 0610 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 14,66 GEL რეგულარული ფასი 24,43 GEL
- ტუჩის ბალმი Richmoc 25 მლ 1761 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 11,56 GEL რეგულარული ფასი 19,27 GEL
- ტუჩის ბალმი Hotpink 25 მლ 1754 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 11,56 GEL რეგულარული ფასი 19,27 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account