დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Essence - ესენსი Emily in Paris ბლაში Light 01 8904განსაკუთრებული ფასი 11,44 GEL რეგულარული ფასი 14,29 GEL
- Essence - ესენსი Chilly ჰაილაითერი 01 0860განსაკუთრებული ფასი 7,56 GEL რეგულარული ფასი 9,45 GEL
- Essence - ესენსი Chilly ღრუბელი Giant 01 0877განსაკუთრებული ფასი 15,10 GEL რეგულარული ფასი 18,87 GEL
- Essence - ესენსი Chilly ტუჩის გლოსი 01 0891განსაკუთრებული ფასი 7,20 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Essence - ესენსი Chilly თვალის ჩრდილი 02 0853განსაკუთრებული ფასი 6,90 GEL რეგულარული ფასი 8,63 GEL
- Essence - ესენსი Chilly თვალის ჩრდილი 01 0846განსაკუთრებული ფასი 6,90 GEL რეგულარული ფასი 8,63 GEL
- Essence - ესენსი Chilly თვალის ამოსანათებელი 01 0839განსაკუთრებული ფასი 7,56 GEL რეგულარული ფასი 9,45 GEL
- Catrice - კატრისი ბლაში Air Glow 030 6749განსაკუთრებული ფასი 12,62 GEL რეგულარული ფასი 15,78 GEL
- Catrice - კატრისი ბლაში Air Glow 010 6916განსაკუთრებული ფასი 12,79 GEL რეგულარული ფასი 15,99 GEL
- Payot - პაიო Grise ფანქარი კონსილერი 2837განსაკუთრებული ფასი 44,13 GEL რეგულარული ფასი 73,55 GEL
- Payot - პაიო Grise შეფერილი კრემი SPF30 5272განსაკუთრებული ფასი 64,95 GEL რეგულარული ფასი 108,25 GEL
- Essence - ესენსი MICKEY პალეტი 02 2209განსაკუთრებული ფასი 26,13 GEL რეგულარული ფასი 32,66 GEL
- Essence - ესენსი XMAS თხევადი ბლაში 01 0341განსაკუთრებული ფასი 9,72 GEL რეგულარული ფასი 12,15 GEL
- Essence - ესენსი MICKEY ბლაში 01 2292განსაკუთრებული ფასი 11,42 GEL რეგულარული ფასი 14,27 GEL
- Essence - ესენსი MICKEY ხელოვნური წამწამები 01 2278განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 11,34 GEL
- Essence - ესენსი MICKEY მაკიაჟის დასაფიქსირებელი სპრეი 010 2353განსაკუთრებული ფასი 12,06 GEL რეგულარული ფასი 15,08 GEL
- Essence - ესენსი MICKEY კრემის ფუნჯი 2339განსაკუთრებული ფასი 15,10 GEL რეგულარული ფასი 18,87 GEL
- Essence - ესენსი XMAS ჰაილაითერი 01 0334განსაკუთრებული ფასი 11,42 GEL რეგულარული ფასი 14,27 GEL
- Essence - ესენსი MICKEY პალეტი 01 2193განსაკუთრებული ფასი 26,13 GEL რეგულარული ფასი 32,66 GEL
- Essence - ესენსი XMAS ხელოვნური წამწამები 01 0310განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 11,34 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account