დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Essence - ესენსი ტუში lash and brow 1180განსაკუთრებული ფასი 6,04 GEL რეგულარული ფასი 7,55 GEL
- Essence - ესენსი Lion King თვალის პალეტი 02 2836განსაკუთრებული ფასი 31,87 GEL რეგულარული ფასი 39,84 GEL
- Essence - ესენსი Lion King ტუში Like A Boss წყალგამძლე 4533განსაკუთრებული ფასი 11,16 GEL რეგულარული ფასი 13,94 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long Lasting 39 2324განსაკუთრებული ფასი 4,54 GEL რეგულარული ფასი 5,68 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილების პალიტრა the NUDE edition 5854განსაკუთრებული ფასი 12,08 GEL რეგულარული ფასი 15,10 GEL
- Essence - ესენსი ტუში get big Lashes 2029განსაკუთრებული ფასი 6,92 GEL რეგულარული ფასი 8,65 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long lasting 02 6959განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი kajal 26 4857განსაკუთრებული ფასი 3,04 GEL რეგულარული ფასი 3,80 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long lasting 17 9024განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი kajal 25 2050განსაკუთრებული ფასი 3,04 GEL რეგულარული ფასი 3,80 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილი 09 8675განსაკუთრებული ფასი 6,04 GEL რეგულარული ფასი 7,55 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილი 05 8651განსაკუთრებული ფასი 5,60 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Essence - ესენსი წყალგამძლე ტუში all eyes on me 2053განსაკუთრებული ფასი 6,04 GEL რეგულარული ფასი 7,55 GEL
- Essence - ესენსი ტუში get big Lashes 4392განსაკუთრებული ფასი 6,92 GEL რეგულარული ფასი 8,65 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long lasting 05 6980განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long lasting 09 4734განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
- Essence - ესენსი წამწამები Party 02 3639განსაკუთრებული ფასი 8,67 GEL რეგულარული ფასი 10,84 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long Lasting 29 1974განსაკუთრებული ფასი 4,55 GEL რეგულარული ფასი 5,69 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილი 17 6642განსაკუთრებული ფასი 6,03 GEL რეგულარული ფასი 7,53 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account