მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-6 თვე P30 N2 1597განსაკუთრებული ფასი 14,94 GEL რეგულარული ფასი 24,90 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე ლურჯი N2 1283განსაკუთრებული ფასი 16,62 GEL რეგულარული ფასი 27,70 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 18 თვიდან ბიჭი A89 N2 7252განსაკუთრებული ფასი 15,06 GEL რეგულარული ფასი 25,10 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6 თვიდან გოგო A18 N2 3189განსაკუთრებული ფასი 14,20 GEL რეგულარული ფასი 23,66 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე მიქსი N4 1306განსაკუთრებული ფასი 11,05 GEL რეგულარული ფასი 18,42 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე მწვანე N3 1290განსაკუთრებული ფასი 16,62 GEL რეგულარული ფასი 27,70 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე PHYSIO P49 2069განსაკუთრებული ფასი 9,72 GEL რეგულარული ფასი 16,20 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 18 თვიდან MIXTE A3 N2 3219განსაკუთრებული ფასი 14,20 GEL რეგულარული ფასი 23,66 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6 თვიდან რგოლის გარეშე A36 N2 0249განსაკუთრებული ფასი 14,20 GEL რეგულარული ფასი 23,66 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-6 თვე ანატომიური A30 N2 1542განსაკუთრებული ფასი 14,94 GEL რეგულარული ფასი 24,90 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარას საკიდი 1758განსაკუთრებული ფასი 13,26 GEL რეგულარული ფასი 22,10 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6 თვიდან მიქსი A13 N2 0225განსაკუთრებული ფასი 14,20 GEL რეგულარული ფასი 23,66 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე მიქსი N5 1344განსაკუთრებული ფასი 11,05 GEL რეგულარული ფასი 18,42 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე ვარდისფერი N2 1276განსაკუთრებული ფასი 16,62 GEL რეგულარული ფასი 27,70 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 18 თვიდან FAN A44 N2 3202განსაკუთრებული ფასი 14,33 GEL რეგულარული ფასი 23,88 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 18 თვიდან ანატომიური A104 1436განსაკუთრებული ფასი 16,69 GEL რეგულარული ფასი 27,81 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6 თვიდან A100 N2 9013განსაკუთრებული ფასი 14,20 GEL რეგულარული ფასი 23,66 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6+ თვე რგოლის გარეშე A17 0195განსაკუთრებული ფასი 9,20 GEL რეგულარული ფასი 15,33 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account