მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Nuk - ნუკი მატყუარა სილიკონის ADORE N1 2 ცალი 3577განსაკუთრებული ფასი 12,27 GEL რეგულარული ფასი 24,55 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის N3 18+ თვე 2 ცალი 28280განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,90 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა ღრუბელი და დინოზავრი 2 ცალი 5997განსაკუთრებული ფასი 20,40 GEL რეგულარული ფასი 34,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა ჟირაფი და დათვი 2 ცალი 6173განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა HELLO 2 ცალი 8736განსაკუთრებული ფასი 22,77 GEL რეგულარული ფასი 37,95 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა ბაჭია/დათვი 2 ცალი 6017განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა SENSITIVE 3212განსაკუთრებული ფასი 10,88 GEL რეგულარული ფასი 21,75 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის ბუ 0-6 თვე 22/568განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა ლატექსის მრგვალი თავით 0-6 თვე 22/431განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Nuk - ნუკი მატყუარა KOALA სილიკონის 1ცალი 9290განსაკუთრებული ფასი 7,21 GEL რეგულარული ფასი 14,42 GEL
- Nuk - ნუკი მატყუარა KOALA სილიკონის 9238/3205განსაკუთრებული ფასი 7,21 GEL რეგულარული ფასი 14,42 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის ორთოდონტული 0-6თვემდე 22/419განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თვე 2 ცალი 5966განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Nuby - ნუბი მატყუარა ოვალური 3D 6-36თვე 8917განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 11,55 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ N2 2801განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტიმატყუარა 6-18თ 1ცალი 7861განსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ორთოდონტული 0-6 თვე 2 ცალი 0258განსაკუთრებული ფასი 26,46 GEL რეგულარული ფასი 37,80 GEL
- Nuby - ნუბი ბოთლის მატყუარა ბრტყელი თავით 2 ცალი 1538განსაკუთრებული ფასი 7,26 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-2თვე 2ცალი 8348განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 2 ცალი 3381განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account