მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Canpol - კანპოლი სილიკონის მატყუარა სიმეტრიული 18 თვიდან N2 22/657განსაკუთრებული ფასი 11,04 GEL რეგულარული ფასი 18,40 GEL
- Canpol - კანპოლი სილიკონის მატყუარა Cupcake 0-6 თვე 23/282განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- Canpol - კანპოლი სილიკონის მატყუარა 0-2 თვე მინი N2 23/910განსაკუთრებული ფასი 11,04 GEL რეგულარული ფასი 18,40 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა სილიკონის 0-3 თვე 2 ცალი 3019განსაკუთრებული ფასი 27,75 GEL რეგულარული ფასი 46,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 7211განსაკუთრებული ფასი 19,12 GEL რეგულარული ფასი 31,87 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე Ultra Soft 3652განსაკუთრებული ფასი 21,75 GEL რეგულარული ფასი 36,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ 2 ცალი 2470განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 2 ცალი 9213განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- მატყუარას სამაგრი ჯაჭვი ცისფერი 4581 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 6,84 GEL რეგულარული ფასი 11,40 GEL
- მატყუარას სამაგრი ჯაჭვი ვარდისფერი 4598 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 6,84 GEL რეგულარული ფასი 11,40 GEL
- სილიკონის მატყუარა 0-6 თვე ნაცრისფერი 3079 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 11,04 GEL რეგულარული ფასი 18,40 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5409განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი პასტელი10/890განსაკუთრებული ფასი 8,58 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Lovi - ლოვი მატყუარა დინამიური საწოვარათი 0-3 თვემდე 2 ცალი 22/869განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Lovi - ლოვი მატყუარა დინამიური საწოვარათი 6-18 თვემდე 2 ცალი 22/871განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 18+ თვე Monster A60 2830განსაკუთრებული ფასი 9,20 GEL რეგულარული ფასი 15,33 GEL
- Nuby - ნუბი მატყუარა ალუბლის ფორმის 6-36 8844განსაკუთრებული ფასი 7,26 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ლურჯი 0-6თ 0209განსაკუთრებული ფასი 16,52 GEL რეგულარული ფასი 23,60 GEL
- Nuby - ნუბი მატყუარა Classic 0-6 თვე 9263განსაკუთრებული ფასი 2,64 GEL რეგულარული ფასი 4,40 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account