მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ცხოველები 6-12თ 2ცალი 0897განსაკუთრებული ფასი 31,92 GEL რეგულარული ფასი 45,60 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ვარდისფერი 2ცალი 12+ 0118განსაკუთრებული ფასი 21,63 GEL რეგულარული ფასი 30,90 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა მანათობელი 2ცალი 12+ 0737განსაკუთრებული ფასი 32,13 GEL რეგულარული ფასი 45,90 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მრგვალთავიანი მატყუარა 0-6თ. 7556*განსაკუთრებული ფასი 8,25 GEL რეგულარული ფასი 13,75 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ლურჯი 2ცალი 12+ 0120განსაკუთრებული ფასი 21,63 GEL რეგულარული ფასი 30,90 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თვე 2 ცალი 4969განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 3198განსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თვე 2 ცალი 5126განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5959განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თვე 2 ცალი 1808განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 37,50 GEL
- Lovi - ლოვი მატყუარა დინამიური საწოვარათი 0-3 თვემდე 2 ცალი 22/863განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- მატყუარას სილიკონის სამაგრი 2029 ნუბი - Nubyგანსაკუთრებული ფასი 17,58 GEL რეგულარული ფასი 29,30 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე N2 8774განსაკუთრებული ფასი 22,77 GEL რეგულარული ფასი 37,95 GEL
- Canpol - კანპოლი სილიკონის მატყუარა ანატომიური 0-6 თვე 23/920განსაკუთრებული ფასი 9,30 GEL რეგულარული ფასი 15,50 GEL
- Canpol - კანპოლი სილიკონის მატყუარა სიმეტრიული 6-18 თვე N2 22/645განსაკუთრებული ფასი 11,04 GEL რეგულარული ფასი 18,40 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა PreVent ლურჯი 2 ცალი 1196განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account