ბავშვის საფენი

თანამედროვე სამყაროში საფენი, ბავშვის მოვლის განუყოფელი ნაწილია. ბავშვის საფენი, სწრაფი შთანთქმის, მოსახერხებელი და მარტივი გამოყენების დახმარებით, გვაძლევს სიმშრალისა და კომფორტის გარანტიას. სწორი საფენის არჩევა მნიშვნელოვანია ბავშვის კომფორტისა და კანის ჯანმრთელობისთვის. გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს: ეფექტიან შთანთქმას, კომფორტულობას, გაჟონვისგან დაცვასა და ჰიპოალერგიულობას. მაღალი ხარისხის საფენები აკმაყოფილებს ყველა ამ კატეგორიას და ბავშვს იცავს გამონაყარისგან და კანის გაღიზიანებისგან.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, მოლფიქსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის, შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
ბამბუკის საფენები არის ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ერთჯერადი საფენების ტიპი, რომელიც დამზადებულია ბამბუკის ბოჭკოებისგან. ბამბუკი არის განახლებადი რესურსი, შედეგად, ეს პროდუქტი სისუფთავის დაცვის, ეკო-მეგობრული საშუალებაა. ამ ტიპის საფენს ახასიათებს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უწყობს ბავშვის კანის სიმშრალესა და ჯანმრთელობას. ბამბუკის ჰიპოალერგიული თვისებები ამ საფენებს შესაფერისს ხდის მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის. მისი აბრეშუმისებრი ტექსტურა არ იწვევს კანის გაღიზიანებას.
საფენები, როგორც წესი, შედგება სამი შრისგან, შთამნთქმელი პოლიმერებისა და ფუმფულა მატერიის კომბინაციით, რომელიც დაფარულია წყალგაუმტარი გარე ფენით, გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. სითხის შეწოვა წარმოადგენს ბავშვის მშვიდი ძილის გარანტიას.
ბავშვის ჰიგიენური საფენები განსხვავდება სქესის მიხედვით, რაც გულისხმობს, შთანმთქმელის სხვადასხვანაირ გადანაწილებას. ეს განსხვავება არ მოიცავს შემადგენლობას, სტრუქტურას ან შთანთქმის ხარისხს. ბიჭის საფენებში, შთანმთქმელი ნივთიერება გადანაწილებულია საფენის წინა ნაწილში, ხოლო გოგოს საფენში - შუა და/ან უკანა ნაწილში, რათა საფენმა სითხე შეიწოვოს მაქსიმალურად ეფექტიანად. ცხადია, არსებობს ბავშვის საფენები, რომელიც მორგებულია ორივე სქესს და ინარჩუნებს სიმშრალეს ნებისმიერ ბავშვზე.
ბავშვის საფენი ტრუსი
არის ჩვეულებრივი ტრუსის მსგავსი, თუმცა ასრულებს ტრადიციული საფენების ფუნქციას, ანუ ინარჩუნებს სიმშრალეს და იცავს გაჟონვისგან. ტრუსი საფენი, როგორც წესი, გამოიყენება საფენებიდან ჩვეულებრივ საცვლებზე გადასვლისას, რაც მას აუცილებელ პროდუქტად აქცევს ქოთანზე მიჩვევის პროცესში. მოსახერხებელი დიზაინი ბავშვებს უადვილებს ღამის ქოთნის დამოუკიდებლად გამოყენებას. ბავშვებში დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განვითარება ამ პროცესს ნაკლებად სტრესულს ხდის, როგორც ბავშვებისთვის, ისევე მშობლებისთვის.
საფენებთან ერთად, PSP.GE-ზე აღმოაჩენ ბავშვის ჰიგიენისა და კანის მოვლის პროდუქტებს, რაც დაგეხმარებათ სისუფთავის შენარჩუნებასთან ერთად, კანი იყოს ნაზი და გამონაყარის გარეშე. ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Huggies - ჰაგისი მეგა ბიჭის 12-17კგ 48 ცალი 7619განსაკუთრებული ფასი 39,49 GEL რეგულარული ფასი 56,41 GEL
- Huggies - ჰაგისი კლასიკი ბავშვის საფენი 4-9 კგ 58 ცალი 3109განსაკუთრებული ფასი 19,20 GEL რეგულარული ფასი 27,42 GEL
- Huggies - ჰაგისი ულტრა კომფორტი 8-14 კგ N66 გოგო 3628განსაკუთრებული ფასი 42,77 GEL რეგულარული ფასი 61,10 GEL
- Huggies - ჰაგისი ულტრა კომფორტი ტრუსი 9-14 კგ 52 ცალი 7541განსაკუთრებული ფასი 39,49 GEL რეგულარული ფასი 56,41 GEL
- Huggies - ჰაგისი ულტრა კომფორტი ბიჭის 10-16 კგ 60 ცალი 3789განსაკუთრებული ფასი 42,77 GEL რეგულარული ფასი 61,10 GEL
- Huggies - ჰაგისი მეგა ბიჭის 9-14 კგ 52 ცალი 7534განსაკუთრებული ფასი 39,49 GEL რეგულარული ფასი 56,41 GEL
- Huggies - ჰაგისი ულტრა კომფორტი 12-22 კგ N56 ბიჭი 3635განსაკუთრებული ფასი 42,77 GEL რეგულარული ფასი 61,10 GEL
- Huggies - ჰაგისი ულტრა კომფორტი 12-22 კგ N56 გოგო 3642განსაკუთრებული ფასი 42,77 GEL რეგულარული ფასი 61,10 GEL
- Huggies - ჰაგისი კლასიკი ბავშვის საფენი 7-18 კგ 50 ცალი 3147განსაკუთრებული ფასი 19,77 GEL რეგულარული ფასი 28,24 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account