ბავშვის საფენი

თანამედროვე სამყაროში საფენი, ბავშვის მოვლის განუყოფელი ნაწილია. ბავშვის საფენი, სწრაფი შთანთქმის, მოსახერხებელი და მარტივი გამოყენების დახმარებით, გვაძლევს სიმშრალისა და კომფორტის გარანტიას. სწორი საფენის არჩევა მნიშვნელოვანია ბავშვის კომფორტისა და კანის ჯანმრთელობისთვის. გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს: ეფექტიან შთანთქმას, კომფორტულობას, გაჟონვისგან დაცვასა და ჰიპოალერგიულობას. მაღალი ხარისხის საფენები აკმაყოფილებს ყველა ამ კატეგორიას და ბავშვს იცავს გამონაყარისგან და კანის გაღიზიანებისგან.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, მოლფიქსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის, შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
ბამბუკის საფენები არის ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ერთჯერადი საფენების ტიპი, რომელიც დამზადებულია ბამბუკის ბოჭკოებისგან. ბამბუკი არის განახლებადი რესურსი, შედეგად, ეს პროდუქტი სისუფთავის დაცვის, ეკო-მეგობრული საშუალებაა. ამ ტიპის საფენს ახასიათებს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უწყობს ბავშვის კანის სიმშრალესა და ჯანმრთელობას. ბამბუკის ჰიპოალერგიული თვისებები ამ საფენებს შესაფერისს ხდის მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის. მისი აბრეშუმისებრი ტექსტურა არ იწვევს კანის გაღიზიანებას.
საფენები, როგორც წესი, შედგება სამი შრისგან, შთამნთქმელი პოლიმერებისა და ფუმფულა მატერიის კომბინაციით, რომელიც დაფარულია წყალგაუმტარი გარე ფენით, გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. სითხის შეწოვა წარმოადგენს ბავშვის მშვიდი ძილის გარანტიას.
ბავშვის ჰიგიენური საფენები განსხვავდება სქესის მიხედვით, რაც გულისხმობს, შთანმთქმელის სხვადასხვანაირ გადანაწილებას. ეს განსხვავება არ მოიცავს შემადგენლობას, სტრუქტურას ან შთანთქმის ხარისხს. ბიჭის საფენებში, შთანმთქმელი ნივთიერება გადანაწილებულია საფენის წინა ნაწილში, ხოლო გოგოს საფენში - შუა და/ან უკანა ნაწილში, რათა საფენმა სითხე შეიწოვოს მაქსიმალურად ეფექტიანად. ცხადია, არსებობს ბავშვის საფენები, რომელიც მორგებულია ორივე სქესს და ინარჩუნებს სიმშრალეს ნებისმიერ ბავშვზე.
ბავშვის საფენი ტრუსი
არის ჩვეულებრივი ტრუსის მსგავსი, თუმცა ასრულებს ტრადიციული საფენების ფუნქციას, ანუ ინარჩუნებს სიმშრალეს და იცავს გაჟონვისგან. ტრუსი საფენი, როგორც წესი, გამოიყენება საფენებიდან ჩვეულებრივ საცვლებზე გადასვლისას, რაც მას აუცილებელ პროდუქტად აქცევს ქოთანზე მიჩვევის პროცესში. მოსახერხებელი დიზაინი ბავშვებს უადვილებს ღამის ქოთნის დამოუკიდებლად გამოყენებას. ბავშვებში დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განვითარება ამ პროცესს ნაკლებად სტრესულს ხდის, როგორც ბავშვებისთვის, ისევე მშობლებისთვის.
საფენებთან ერთად, PSP.GE-ზე აღმოაჩენ ბავშვის ჰიგიენისა და კანის მოვლის პროდუქტებს, რაც დაგეხმარებათ სისუფთავის შენარჩუნებასთან ერთად, კანი იყოს ნაზი და გამონაყარის გარეშე. ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Onlem - ონლემი ბავშვის საფენები 4-9 კგ 34 ცალი 5816განსაკუთრებული ფასი 9,25 GEL რეგულარული ფასი 18,50 GEL
- ჩვილის საფენი 4-9კგ N52 0082 ბიოლანი - Biolaneგანსაკუთრებული ფასი 44,94 GEL რეგულარული ფასი 74,90 GEL
- Huggies - ჰაგისი კლასიკი ბავშვის საფენი 4-9 კგ 58 ცალი 3109განსაკუთრებული ფასი 16,45 GEL რეგულარული ფასი 27,42 GEL
- ბავშვის საფენი N3 64 ცალი 5-9 კგ 2249 გუუნ - Goo.Nგანსაკუთრებული ფასი 17,00 GEL რეგულარული ფასი 34,00 GEL
- ბავშვის ტრუსი N3 7-12 კგ 50 ცალი 2270 გუუნ - Goo.Nგანსაკუთრებული ფასი 17,67 GEL რეგულარული ფასი 35,35 GEL
- Pampers - პამპერსი 6-10 კგ 82 ცალი 5085/8175განსაკუთრებული ფასი 35,90 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Pine - ფაინი ბავშვის საფენი 4-9 კგ 78 ცალი 4437განსაკუთრებული ფასი 15,95 GEL რეგულარული ფასი 31,90 GEL
- Huggies - ჰაგისი ელიტ სოფტი ტრუსი 6-11 კგ 48 ცალი 9293განსაკუთრებული ფასი 33,55 GEL რეგულარული ფასი 55,92 GEL
- Bumble Baby - ბამბლ ბეიბი ბავშვის საფენი 4-9კგ 70 ცალი 5452განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Pine - ფაინი ბავშვის საფენი 4-9 კგ 84 ცალი 4130განსაკუთრებული ფასი 21,45 GEL რეგულარული ფასი 42,90 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 6-10 კგ 48 ცალი 5239განსაკუთრებული ფასი 13,25 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- Pine - ფაინი ბავშვის საფენი 4-9კგ 42 ცალი 4031განსაკუთრებული ფასი 10,90 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
- Pine - ფაინი ბავშვის საფენი 4-9 კგ 82 ცალი 3331განსაკუთრებული ფასი 21,45 GEL რეგულარული ფასი 42,90 GEL
- EVY BABY - ევი ბეიბი ბავშვის საფენი TWIN 5-9 კგ 44 ცალი 0243განსაკუთრებული ფასი 9,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Huggies - ჰაგისი ელიტ სოფტი 5-9 კგ 72 ცალი 9682განსაკუთრებული ფასი 39,70 GEL რეგულარული ფასი 66,17 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account