ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის კრემი 20 მლ გვირილა 2082განსაკუთრებული ფასი 2,74 GEL რეგულარული ფასი 3,65 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საბავშვო გამწმენდი გელი ტანი და თმა 0001განსაკუთრებული ფასი 18,25 GEL რეგულარული ფასი 36,50 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საბავშვო სველი ხელსახოცი 0032განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Silver Care - სილვერქეა კბილის მოვლის ნაკრები 4445განსაკუთრებული ფასი 8,37 GEL რეგულარული ფასი 13,95 GEL
- მზისგან დამცავი რძე SPF50 200 მლ 3260 კაროტენი - Carrotenგანსაკუთრებული ფასი 27,46 GEL რეგულარული ფასი 39,23 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება გვირილა 400 მლ 1435განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- კრემი მასაჟისთვის 50 მლ 4178 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 16,75 GEL
- ბავშვის პუდრა 80გ 4239 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 11,96 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- სველი ხელსახოცი 120 ცალი 9180 ონლემი - Onlemგანსაკუთრებული ფასი 3,76 GEL რეგულარული ფასი 5,38 GEL
- სველი ხელსახოცი ალოე ვერა 56 ცალი 0950 ჰაგისი - Huggiesგანსაკუთრებული ფასი 5,53 GEL რეგულარული ფასი 9,21 GEL
- ღრუბელი საბავშვო იხვი 0118 ბალმი - Balmyგანსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- სველი ხელსახოცი 60 ცალი 0958 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 6,87 GEL რეგულარული ფასი 13,73 GEL
- შამპუნი სათუთი მოვლა გვირილა 500 მლ 9518 ჯონსონს ბეიბი - Johnson's Babyგანსაკუთრებული ფასი 13,30 GEL რეგულარული ფასი 18,99 GEL
- ქოლდ კრემი 75 მლ 8603 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 27,57 GEL რეგულარული ფასი 45,95 GEL
- შამპუნი სათუთი მოვლა 500 მლ 7460 ჯონსონს ბეიბი - Johnson's Babyგანსაკუთრებული ფასი 13,30 GEL რეგულარული ფასი 18,99 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის კრემი 75 მლ 0705განსაკუთრებული ფასი 10,39 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- სველი ხელსახოცი ალოე 56x3 ცალი 0967 ჰაგისი - Huggiesგანსაკუთრებული ფასი 11,01 GEL რეგულარული ფასი 18,35 GEL
- Safeguard - სეიფგარდი თხევადი საპონი საბავშვო 225 მლ 5408განსაკუთრებული ფასი 6,26 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- სეკალია ულტრა ტანის 200 მლ 1116 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 45,12 GEL რეგულარული ფასი 75,21 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account