ბავშვის ჰიგიენა
ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე Lipikar მსუბუქი 200 მლ 49622განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 74,40 GEL
- Ziaja - ზიაია საბავშვო დამატენიანებელი კრემ-ზეთი 0262განსაკუთრებული ფასი 5,00 GEL რეგულარული ფასი 10,00 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1ში ვარსკვლავი 230მლ 0600განსაკუთრებული ფასი 7,48 GEL რეგულარული ფასი 10,68 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1ში ჟოლო 230მლ 0563განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი 4.7გ 2446განსაკუთრებული ფასი 12,75 GEL რეგულარული ფასი 25,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 200 მლ 2361განსაკუთრებული ფასი 23,90 GEL რეგულარული ფასი 47,80 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი თავი-ტანი დასაბანი გელი 500 მლ 2415განსაკუთრებული ფასი 30,20 GEL რეგულარული ფასი 60,40 GEL
- Biolane - ბიოლანი გამწმენდი რძე 0+ 200 მლ 0059განსაკუთრებული ფასი 8,52 GEL რეგულარული ფასი 17,04 GEL
- Ziaja - ზიაია Baby გელი თმა და ტანი 0279განსაკუთრებული ფასი 5,85 GEL რეგულარული ფასი 11,70 GEL
- Biolane - ბიოლანი თმის ჟელე საბავშვო 0+ თვიდან 100 მლ 2416განსაკუთრებული ფასი 10,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Biolane - ბიოლანი Expert საფენქვეშა კრემი 0+ თვიდან 50 მლ 5089განსაკუთრებული ფასი 17,85 GEL რეგულარული ფასი 35,70 GEL
- Biolane - ბიოლანი BIO არნიკას გელი 1წლიდან 6014განსაკუთრებული ფასი 13,02 GEL რეგულარული ფასი 26,05 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი საბავშვო ფრჩხილის მაკრატელი დამცავით 5100განსაკუთრებული ფასი 13,74 GEL რეგულარული ფასი 22,90 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის მზის დამცავი რძე SPF50+ 7507განსაკუთრებული ფასი 9,62 GEL რეგულარული ფასი 13,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account