ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Sebamed - სებამედი ბავშვის კრემი სახისა და ტანისათვის 200 მლ 6215განსაკუთრებული ფასი 17,40 GEL რეგულარული ფასი 29,00 GEL
- Vichy - ვიში ბავშვის სპრეი SPF 50+ 558037განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი აღმდგენი კრემი CICA 100 მლ 3283განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Balmy - ბალმი აბაზანის ღრუბელი საბავშვო 0669განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის მზის დამცავი ლოსიონი SPF50+ 8425განსაკუთრებული ფასი 33,54 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Frosch - ფროში შამპუნი საბავშვო 300მლ 9289განსაკუთრებული ფასი 10,75 GEL რეგულარული ფასი 16,54 GEL
- შამპუნი ბრწყინვალე კულულები 500 მლ 7224 ჯონსონს ბეიბი - Johnson's Babyგანსაკუთრებული ფასი 13,30 GEL რეგულარული ფასი 18,99 GEL
- ბავშვის ღრუბელი 9280განსაკუთრებული ფასი 5,48 GEL რეგულარული ფასი 10,95 GEL
- გელი ალოე ვერა 75 მლ 4215 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 17,33 GEL რეგულარული ფასი 23,10 GEL
- საბავშვო სავარცხელი 0743 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- საბავშვო სავარცხელი 0712 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის კრემი უამინდობის 75გ 1894განსაკუთრებული ფასი 10,39 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Avene - ავენი ატოპიური დერმატიტის სამკურნალო დასაბანი ზეთი 6790განსაკუთრებული ფასი 62,40 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- ჯიბის სავარცხელი 9975 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 5,97 GEL რეგულარული ფასი 11,95 GEL
- ჯიბის სავარცხელი 0549 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- სააბაზანო გვირილა 200 მლ 3508 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 10,39 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სეკალია ტანის ბალმი 400 მლ 0461განსაკუთრებული ფასი 74,94 GEL რეგულარული ფასი 124,90 GEL
- Mustela - მუსტელა საპონი ქოლდ კრემი 100გ 6102განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი საბავშვო საპონი გოჭი ჟოლო 4334განსაკუთრებული ფასი 4,12 GEL რეგულარული ფასი 6,86 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ხელთათმანი იხვი 9386განსაკუთრებული ფასი 8,61 GEL რეგულარული ფასი 14,35 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account