ბავშვის ჰიგიენა
ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- შამპუნი NMT 200 მლ 9532 ჯონსონს ბეიბი - Johnson's Babyგანსაკუთრებული ფასი 6,24 GEL რეგულარული ფასი 8,91 GEL
- შამპუნი სათუთი მოვლა გვირილა 500 მლ 9518 ჯონსონს ბეიბი - Johnson's Babyგანსაკუთრებული ფასი 12,24 GEL რეგულარული ფასი 17,49 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის ბადუზანი 200 მლ 3924განსაკუთრებული ფასი 10,40 GEL რეგულარული ფასი 17,33 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის შამპუნი 150 მლ 4204განსაკუთრებული ფასი 9,76 GEL რეგულარული ფასი 16,27 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის პუდრა 200 გ 6011განსაკუთრებული ფასი 12,34 GEL რეგულარული ფასი 20,57 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის კრემი დამარბილებელი 75 მლ 4091განსაკუთრებული ფასი 8,54 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ზეთი კანის კალენდულის 200მლ 9567განსაკუთრებული ფასი 8,82 GEL რეგულარული ფასი 12,60 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი საპონი ბავშვის 125 გრ 0938განსაკუთრებული ფასი 5,31 GEL რეგულარული ფასი 7,59 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი გვირილა 200მლ 1713განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ზეთი გვირილა 200მლ 1720განსაკუთრებული ფასი 8,82 GEL რეგულარული ფასი 12,60 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის რძე 400 მლ 1404განსაკუთრებული ფასი 11,20 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება გვირილა 200 მლ 1850განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Canpol - კანპოლი თმის ჯაგრისისა და სავარცხლის ნაკრები 2/417განსაკუთრებული ფასი 7,74 GEL რეგულარული ფასი 12,90 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი ახალშობილებისთვის 200 მლ 7665განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი გვირილა 400მლ 1411განსაკუთრებული ფასი 11,20 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- VEA - ვეა სპრეი 50მლგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account