ბავშვის ჰიგიენა
ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო შამპუნი ვარსკვლავი 2392განსაკუთრებული ფასი 6,46 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის საპონი გვირილით 031497განსაკუთრებული ფასი 2,45 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი Lavant 418778განსაკუთრებული ფასი 31,75 GEL რეგულარული ფასი 63,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2736განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Ziaja - ზიაია ბავშვის საფენქვეშა კრემი 16533განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Ziaja - ზიაია ბავშვის სახის კრემი 50 მლ 16526განსაკუთრებული ფასი 4,43 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის ჰიგიენური პომადა 6775განსაკუთრებული ფასი 6,07 GEL რეგულარული ფასი 10,12 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის დასაბანი საშუალება 100 გრ 3672განსაკუთრებული ფასი 6,60 GEL რეგულარული ფასი 11,00 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 125 მლ 031305განსაკუთრებული ფასი 2,55 GEL რეგულარული ფასი 3,64 GEL
- Sebamed - სებამედი საბავშვო მზისგან დამცავი სპრეი SPF50 8449განსაკუთრებული ფასი 28,45 GEL რეგულარული ფასი 47,41 GEL
- ჰიგიენური ნაკრები მწვანე 5099 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- შამპუნი გვირილა 200 მლ 3317 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 8,39 GEL რეგულარული ფასი 11,99 GEL
- სააბაზანო საშუალება გვირილა 400 მლ 3522 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 11,55 GEL რეგულარული ფასი 16,50 GEL
- ბავშვის შამპუნი Class 200 მლ 1050 დალინი - Dalinგანსაკუთრებული ფასი 6,26 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- მზისგან დამცავი რძე SPF50 0432 კაროტენი - Carrotenგანსაკუთრებული ფასი 29,42 GEL რეგულარული ფასი 39,23 GEL
- Cudocell - სუდოცელი მაქსი კრემი 80გგანსაკუთრებული ფასი 19,10 GEL რეგულარული ფასი 20,10 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება 130 მლ 2938განსაკუთრებული ფასი 8,81 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1 230მლ 3249განსაკუთრებული ფასი 8,81 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account