ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2736განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი Lavant 418778განსაკუთრებული ფასი 31,75 GEL რეგულარული ფასი 63,50 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ხელთათმანი პრინცესა 4013განსაკუთრებული ფასი 9,05 GEL რეგულარული ფასი 15,09 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის სათამაშო იხვი მეკობრე 3979განსაკუთრებული ფასი 4,59 GEL რეგულარული ფასი 7,65 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის სათამაშო იხვი სუპერგმირი 4006განსაკუთრებული ფასი 4,59 GEL რეგულარული ფასი 7,65 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი პირსახოცი ჯადოსნური გოჭი 9324განსაკუთრებული ფასი 5,17 GEL რეგულარული ფასი 8,61 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ხელთათმანი ძროხა 9409განსაკუთრებული ფასი 8,61 GEL რეგულარული ფასი 14,35 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის სათამაშო ძროხა 3931განსაკუთრებული ფასი 4,33 GEL რეგულარული ფასი 7,21 GEL
- დასაბანი ზეთი 500 მლ 5096 ტოპიკრემი - Topicremგანსაკუთრებული ფასი 37,75 GEL რეგულარული ფასი 75,50 GEL
- სველი ხელსახოცი H2O 99% 50 ცალი 1252 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 10,01 GEL რეგულარული ფასი 16,69 GEL
- დასაბანი გელი baby 300 მლ 0286 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- საბავშვო სავარცხელი 0750 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Avene - ავენი ქსერაქალმი შხაპის კრემი 200 მლ 5044განსაკუთრებული ფასი 40,95 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- შამპუნი გვირილა 200 მლ 3317 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 10,39 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- სააბაზანო საშუალება გვირილა 400 მლ 3522 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 18,40 GEL
- მზისგან დამცავი რძე SPF50 0432 კაროტენი - Carrotenგანსაკუთრებული ფასი 41,32 GEL რეგულარული ფასი 55,10 GEL
- ბავშვის მზისგან დამცავი რძე Photoderm 200 მლ 7293 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 70,00 GEL რეგულარული ფასი 140,00 GEL
- ჩვილის დასაბანი კრემი 500 მლ 8672 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 41,70 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- მიცელარული წყალი ABC 1000 მლ 1987 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- მყარი საპონი 1656 ლინომაგი - LINOMAGგანსაკუთრებული ფასი 8,40 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account