ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2736განსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Canpol - კანპოლი აბაზანა100სმ ცისფერი 0336-625განსაკუთრებული ფასი 25,98 GEL რეგულარული ფასი 43,30 GEL
- Biolane - ბიოლანი სველი ხელსახოცი სახე და ხელი 20 ცალი 7998განსაკუთრებული ფასი 5,37 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Biolane - ბიოლანი Expert BIO კრემი სებორეული კანისთვის 0+ თვიდან 8384განსაკუთრებული ფასი 24,57 GEL რეგულარული ფასი 40,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი საბავშვო მზისგან დამცავი SPF50+ 9069განსაკუთრებული ფასი 23,91 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მზისგან დამცავი კრემი SPF50+ 9045განსაკუთრებული ფასი 29,91 GEL რეგულარული ფასი 49,85 GEL
- ბავშვის შამპუნი Class 200 მლ 1050 დალინი - Dalinგანსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- მზისგან დამცავი რძე SPF50 0432 კაროტენი - Carrotenგანსაკუთრებული ფასი 41,32 GEL რეგულარული ფასი 55,10 GEL
- ბავშვის მზისგან დამცავი რძე Photoderm 200 მლ 7293 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 70,00 GEL რეგულარული ფასი 140,00 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 200 მლ 1910განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება 130 მლ 2938განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1 230მლ 3249განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო ქაფი სუპერგმირი 40მლ 1504განსაკუთრებული ფასი 3,47 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Balmy - ბალმი ღრუბელი საბავშვო 7842განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,93 GEL
- SVR - ესვიერი მზისგან დამცავი Sun Secure Milk პარფიუმის გარეშე SPF50+ 3198განსაკუთრებული ფასი 61,50 GEL რეგულარული ფასი 123,00 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა აბაზანის სათამაშო N1 31148განსაკუთრებული ფასი 14,34 GEL რეგულარული ფასი 23,90 GEL
- საბავშვო სავარცხელი 0750 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- სამოგზაურო ნაკრები 0+ 8444 ბიოლანი - Biolaneგანსაკუთრებული ფასი 22,80 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- მიცელარული წყალი ABC 1000 მლ 1987 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- ნუშის სპრეი 200 მლ 2194 დალინი - Dalinგანსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account