ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Sebamed - სებამედი ბავშვის შამპუნი დაბადებიდან 250 მლ 8735განსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 23,00 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის საპონი 100 გ 113672განსაკუთრებული ფასი 7,20 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- Dalin - დალინი შამპუნი 2/1ში მარწყვი 0474განსაკუთრებული ფასი 7,28 GEL რეგულარული ფასი 14,55 GEL
- LUX - ლუქსი სველი ხელსახოცი 120 ცალი 0045განსაკუთრებული ფასი 3,42 GEL რეგულარული ფასი 6,85 GEL
- Mustela - მუსტელა შამპუნი 0+ 200მლ 6126განსაკუთრებული ფასი 21,56 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი თავი-ტანი დასაბანი გელი 200 მლ 2408განსაკუთრებული ფასი 16,04 GEL რეგულარული ფასი 40,10 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1ში გარგარი 1393განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Ziaja - ზიაია საბავშვო შამპუნი და სააბაზანო საშუალება 9807განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1ში ჯუნგლი 230მლ 0365განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Ziaja - ზიაია D-Panthenol ქაფი 10% VEGAN 3058განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 650 მლ 4106განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშო შამპუნი 2in1 1705განსაკუთრებული ფასი 2,40 GEL რეგულარული ფასი 4,80 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო საპონი მრავალძარღვა 75გ 3700განსაკუთრებული ფასი 0,75 GEL რეგულარული ფასი 1,50 GEL
- Shik - შიკი საბავშვო საპონი 70გ 0075განსაკუთრებული ფასი 0,65 GEL რეგულარული ფასი 1,30 GEL
- Shik - შიკი საბავშვო საპონი 5X70გ 0556განსაკუთრებული ფასი 3,25 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account