ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Nutrilak - ნუტრილაკი ანტირეფლუქსი რძის ნაზავი 8127განსაკუთრებული ფასი 27,84 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პეპტიდი 3788განსაკუთრებული ფასი 35,84 GEL რეგულარული ფასი 44,80 GEL
- ვინი რძიანი ფაფა 5 მარცვალი ხილით ვაშლი და ჟოლო 4855განსაკუთრებული ფასი 6,23 GEL რეგულარული ფასი 8,90 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი რძიანი ფაფა ბრინჯი და ბანანი 0977განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 9,90 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 2 რძის ნაზავი 600გ 2162განსაკუთრებული ფასი 25,16 GEL რეგულარული ფასი 35,95 GEL
- Heinz - ჰეინცი პიურე-პაუჩი ვაშლი მარწყვი და მოცვი 8432განსაკუთრებული ფასი 2,45 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი PREMIUM 3 600გ 5591განსაკუთრებული ფასი 42,52 GEL რეგულარული ფასი 53,15 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი PREMIUM 2 600გ 5584განსაკუთრებული ფასი 42,52 GEL რეგულარული ფასი 53,15 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი PREMIUM 1 400გ 5331განსაკუთრებული ფასი 31,12 GEL რეგულარული ფასი 38,90 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრემიუმი 1 0-6 თვე 1363განსაკუთრებული ფასი 22,26 GEL რეგულარული ფასი 31,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრემიუმი 3 12+ თვე 1387განსაკუთრებული ფასი 25,44 GEL რეგულარული ფასი 31,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრემიუმი კომფორტი 1059განსაკუთრებული ფასი 27,84 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Picot - პიკო 2 800გ 5350განსაკუთრებული ფასი 49,46 GEL რეგულარული ფასი 65,95 GEL
- Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა ვაშლი, მარწყვი და ჟოლო 190გ 3533განსაკუთრებული ფასი 7,14 GEL რეგულარული ფასი 11,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account